Jump to content

Intel Arc A770 ვიდეო დაფის გაყიდვა 12 ოქტომბერს დაიწყება, სარეკომენდაციო ფასია 329 აშშ დოლარი


Recommended Posts

კონფერენცია Intel Innovation-ზე მოხსენებით გამოსვლისას Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინერმა გამოაცხადა Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის გამოშვების თარიღი. იგი 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 329 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

გელსინჯერის თქმით Arc A770 დაფის სატესტო ნიმუშები მიმომხილველებთან გაიგზავნა და მზადდება მიმოხილვები ბაზარზე დაფის გამოსვლის მომენტისთვის. 

Intel Arc A770-ის მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. მის საფუძვლად გამოყენებულია სრული ზომის გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით (4096 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 32 ბლოკი, აგრეთვე 512 მატრიცული XMX ძრავი. გრაფიკული ჩიპის სიხშირეა 2100 მჰც. როგორც Intel განმარტავს, ეს მაჩვენებელი ასახავს არა მაქსიმალურ, არამედ GPU-ის მოსალოდნელ სიხშირეს. სხვა სიტყვებით, დატვირთვის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი. 

ბარათს აქვს 16 ან 8 გბ GDDR6 მეხსიერების კონფიგურაციის მხარდაჭერა 17.5 გჰც (17.5 გბ/წმ) ან 16 გჰც (16 გბ/წმ) ეფექტური სიხშირით, მოცულობის შებასამისად. როგორც Intel აღნიშნავს, მეორე შემთხვევაში მეხსიერების სალტე 256-ბიტიანია, მეხსიერების სიჩქარე კი - 560 გბ/წმ. 

ეტალონურ ვერსიაში Arc A770 Limited Edition ვიდეო დაფა გამოვა მხოლოდ 16 გბ მეხსიერებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.