Jump to content

გამოჩნდა ახალი სმარტფონების, Xiaomi 12T-სა და 12T Pro-ს ფოტოები


Recommended Posts

გასულ კვირას გამოქვეყნდა სამომავლო Xiaomi 12T სერიის სმარტფონების სრული მახასიათებლები და ოფიციალური ფოტოები. ამჯერად ინსაიდერმა ევან ბლასმა გააზიარა ახალი სურათები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ Xiaomi 12T და 12T Pro ყველა მხრიდან. 

Xiaomi 12T და 12T Pro-ს ეკრანებზე ჭრილი მოცემულია ცენტრში, ზედა ნაწილში. ორივე მათგანში გამოყენებულია AMOLED პანელი გაფართოებით 2712 х 1220 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. ორივე დაცულია Gorilla Glass 5-ით და აქვთ ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი. 

image.jpeg 

Xiaomi 12T Pro-ში წარმოდგენილია პროცესორი Snapdragon 8 Plus Gen 1, 12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 მეხსიერება. ზოგიერთი ქვეყნისთვის განკუთვნილ ვერსიას შესაძლოა ქონდეს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება.  

Xiaomi 12T მოდელს აქვს პროცესორი Dimensity 8100 Ultra, 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 128/256 გბ UFS 3.1. 

Xiaomi 12T სმარტფონის ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია. 12T Pro იქნება Xiaomi-ს პირველი სმარტფონი ძირითადი 200 მეგაპიქსელიანი კამერით, 12T მოდელის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია. ძირითად კამერასთან ერთად განთავსებულია ულტრაფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო კამერები. ევროპაში 12T და 12T Pro სმარტფონების ფასები იქნება 650 და 850 ევრო, შესაბამისად. გაყიდვების დაწყება მოსალოდნელია ოქტომბერში, წერს Gizmochina. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.