Magdalena Posted September 22, 2022 Share Posted September 22, 2022 შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია Serpent Canyon სერიის პირველი გეიმინგ კომპიუტერი Intel NUC 12, რომელშიც წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Arc. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Alder Lake მე-12 თაობის Core i7 პროცესორით. ფოტოს წყარო: Intel კომპიუტერის კორპუსის მოცულობა 2.5 ლიტრია, ზომა - 230 × 180 × 60 მმ. განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H 14 ბირთვით, რომელთაგან ექვსია მაღალი წარმადობის, რვა კი - ენერგოეფექტური. დაშვებულია ინსტრუქციების 20-მდე ნაკადის დამუშავება ერთდროულად. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია ამაჩქარებელი Arc A770M 16 გბ მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად ხუთ 4K გაფართოების მონიტორზე - HDMI 2.1 ინტერფეისის, ორი DisplayPort 2.0-ისა და ორი Thunderbolt 4 პორტის მეშვეობით. კომპიუტერში ხელმისაწვდომია 65 გბ-მდე DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 8 ტერაბაიტამდე მოცულობის М.2 ფორმატის მყარი დისკი PCIe 4.0 х4 ან PCIe 3.0 x4 ინტერფეისით. კომპიუტერს აქვს ქსელის კონტროლერი 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი 2.4 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ექვსი პორტი USB 3.2 Type-A. Intel NUC 12 Serpent Canyon-ის ფასი საცალო ვაჭრობაში შეადგენს 1699 აშშ დოლარს - ეს არის კომპლექტაცია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ მყარი დისკით. 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD-ის მქონე ვერსია 1944 აშშ დოლარად იყიდება. ამასთან, კორპორაცია Intel ასახელებს 1180 და 1350 აშშ დოლარ ფასებს მოდიფიკაციების მიხედვით - სავარაუდოდ, იგულისხმება მოდიფიკაციები ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. მინი კომპიუტერების ოფიციალური გაყიდვა მიმდინარე თვეში იწყება. https://tinyurl.com/mu2cj2z2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.