Magdalena Posted September 20, 2022 Share Posted September 20, 2022 MSI-ს ასორტიმეტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP341CQ, რომელიც შეესაბამება როგორც ყოველდღიურ საოფისე სამუშაოებს, ასევე გართობის სფეროს. მონიტორს აქვს რკალისებრი VA მატრიცა სიმრუდის რადიუსით 1500R. ფოტოს წყარო: MSI ეკრანის დიაგონალი 34 დუიმის ტოლია და ფლობს 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებას (UWQHD ფორმატი), გვერდების შეფარდებაა 21:9. მხარდაჭერილია 116.25%-იანი sRGB ფერთა გამა, ფერების რაოდენობა 1.07 მილიარდს შეადგენს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 3000:1, სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს, რეაგირების დრო (GtG) 4 მილიწამის ტოლია (MPRT – 1 მწ.). Pro MP341CQ მოდელს აქვს ორი ორვატიანი სტერეოდინამიკი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, ორი HDMI 2.0b ინტერფეისი და DP 1.2a კონექტორი. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის დახრის კუთხის რეგულირება 25 გრადუსის ფარგლებში. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light TÜV სერტიფიკატით მომხმარებლის მხედველობის დაცვისთვის. Pro MP341CQ მოდელი შავი ფერისაა, ასევე ხელმისაწდომია Pro MP341CQW ვერსია თეთრ ფერში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/5j6f54mr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.