Jump to content

Intel-მა წარადგინა Thunderbolt 80 გბ/წმ სიჩქარით და USB4 2.0-ის წარმადობის დონით


Recommended Posts

მიმდინარე თვეში წარდგენილ იქნა Thunderbolt-ისა და USB-ის ახალი სტანდარტები. ისინი ფლობენ გარკვეულ საერთო შესაძლებლობებს, მათში გაორმაგებულია სიჩქარე წინა თაობასთან შედარებით. საბოლოო მახასიათებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება. 

image.jpeg 

Intel-მა ჰაიფაში არსებულ განვითარების ცენტრიდან წარადგინა სტანდარტ Thunderbolt-ის ბოლო ვერსია. დაკავშირების სიჩქარემ შეადგინა 80 გბ/წმ, რაც ახლახანს წარდგენილ სტანდარტ USB4 2.0-ის დონესთანაა ახლოს. კავშირი დამყარდა ორი 40 გბ/წმ USB-C სადენის მეშვეობით. 

Thunderbolt 3 ვერსია თავის დროზე გამოყენებულ იქნა USB4 1.0 ვერსიის საფუძვლად, მათ იდენტური, 40 გბ/წმ სიჩქარე აქვთ. Thunderbolt 4-ში შენარჩუნდა ეს სიჩქარე, თუმცა გაუმჯობესდა ორ 4K ეკრანზე გამოსახულების გამოტანა (DisplayPort 1.4) და უსაფრთხოება. 

image.jpeg 

გასულ წელს Intel-მა Twitter-ზე გაასაჯაროვა მიზნები ბოლო ვერსიის Thunderbolt-ის შემუშავების შესახებ. ფოტოებზე ნახსენებ ტექნოლოგია „80G PHY“-ში მინიშნებული იყო სიჩქარე 80 გბ/წმ. Intel ამ მაჩვენებლის მიღწევას აპირებს PAM-3 (3-Level Pulse Amplitude Modulation) მოდულაციის საშუალებით. 

ხალი პრეზენტაციით უკვე არსებულ ცნობებს ბევრი არაფერი დამატებია. ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, ახალ სტანდარტს ეწოდება Thunderbolt 5 თუ ეს იქნება Thunderbolt 4-ის ქვევერსია. ასევე არ დასახელებულა მისი დანერგვის თარიღი, აცხადებს Techspot. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.