Jump to content

Bitcoin-ის მაინინგის სირთულემ ახალი მაქსიმუმი შეადგინა


Recommended Posts

image.png 

მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 3.45%-ით და მიაღწია რეკორდულ 32.05 T მაჩვენებელს. 

image.jpeg 

წყარო: BTC.com 

ქსელის საშუალო ჰეშრეითი ინდიკატორის ბოლო კორექტირებებს შორის პერიოდისთვის იყო 229.4 EH / წმ. Glassnode-ის თანახმად 12 სექტემბერს Bitcoin-ის ბლოკჩეინის მთლიანმა გამოთვლითმა სიმძლავრემ პიკს - 232.4 EH/მ-ს მიაღწია. 

image.jpeg 

წყარო: Glassnode. 

ჰეშრეითის წინა მაღალი მაჩვენებელი 11 ივნისს დაფიქსირდა, ხოლო რეკორდული სირთულე - ერთი თვით ადრე, 11 მაისს, Terra-ს კოლაფსით პროვოცირებული კრიპტო ბაზრის ვარდნის წინა დღეს. 

სირთულე მაისის ნიშნულს მხოლოდ აგვისტოს ბოლოს მიუახლოვდა, როდესაც ჰეშრეიტის აღდგენის ფონზე ზრდამ მომენტალურად 9.26% შეადგინა. 

ზაფხულის ბოლო თვეში Bitcoin-მაინერების ჯამური შემოსავალი გაიზარდა 12%-ით  684.3 მილიონ აშშ დოლარამდე, ეს მოხდა ივნისში (26%-ით) და ივლისში (კიდევ 9%-ით) მაჩვენებლების კლების შემდეგ. 

მაინინგ-პულების კონტექსტში Foundry USA რჩება ლიდერად ქსელის ჰეშრეიტის 28.61%-იანი წილით. მას მოსდევს AntPool (16.44%) და F2Pool (14.41%). ლიკვიდობის პრობლემების ფონზე Poolin-მა დაკარგა სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი სექტემბრის დასაწყისიდან. 

image.jpeg 

წყარო: BTC.com 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნა და ჰეშრეიტის ზრდა ზეწოლას მოახდენდა მაინინგის მომგებიანობაზე. 

სექტემბერში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზრის არახელსაყრელი პირობების მიუხედავად ინდუსტრიის საჯარო კომპანიები, ძირითადად Foundry USA-ს მომხმარებლები, ფინანსურად სტაბილურები რჩებიან. 

Link to comment
Share on other sites

ვიდეოკარტებით მაინინგი კი დროებით მოკვდა, მაგას გამოაცოცლებს მარტო სერიოზული ბულრანი შემდგომ წლებში უკვე ან დაჟე უფრო 2024 მეორე ნახევარში-2025 წლისთვის, ან მაინერების 80% რიგების გაყიდვა ეხლანდელი კურსით, სხვა აღარაფერი უშველის ამ ეტაპზე, რაც ეთერეუმის მაინინგის გათიშვის შემდეგ მაინერების 95% დარჩა ჰაერში და ბევრი დროებით მიუერთდა დანარჩენ 5% კოინებს რაზეც ამაინინგებდენ მანამდე, მაგიტომაა ეგეთი დაცემა ვირუჩკის და ეგ არ გამოსწორდება ჯერ ახლო მომავალში, ჩემთან ეთერეუმს სანამ გამორთავდენ 3.4$ წერდა ზელჰაშზე დღიურ ვირუჩკას და ეგ სკრომნი ბიტკოინის კურსით, ეხლა 1000$ რომ დაეცა კიდე ბიტკოინი მიწერს 1.1$ და ვატყობ კიდე უფრო დაეცემა, ანუ მაინინგი ამ ეტაპზე მოკვდა ფაქტიურათ ვიდეოკარტებით, ნუ კაკ მინიმუმ ვირუჩკა, თუმცა ლონგ რანში ისევ ამოტივტივდება ალბათ, ეგ ბიტკოინის კურსზე იქნება დამოკიდებული შემდეგი ჰალვინგის შემდეგ რამდენზე ავა

Link to comment
Share on other sites

ვიდეოკარტებით არა, მარტო ასიკებით ამაინინგებენ ბიტკოინს პირდაპირ, SHA-256 ბიტკოინის სამაინინგო ალგო, სხვა კოინებსაც ამაინინგებენ ისე მაგ ალგოზე, არა მარტო ბიტკოინს ასიკებზე, ისე აზრი არა აქვს ძალიან ცოტას წერს კარტებზე ეგეთ ალგოებზე, იგივე სიტუაციაა სტანდარტულ ეკვიჰაშზეც, Scrypt, Keccak,Lyra2z,CryptoNight,Myr-Groestl,Skein,Eaglesong,CryptoNightSTC,Handshake,Cuckatoo31,Cuckatoo32,Sia,Kadena,LBRY და კიდე რამდენიმე ალგოა ასიკებზე, ნუ ზოგიერთ კოინზე შეიძლება მიურთდე და ამინინგო ვიდეოკარტებით, მაგრამ მიზერს დაგიწერს მთლათ მაგეებზე, კაპიკებს დებს ვიდეოკარტებით, ეხლა ბანალურათ ვიდეოკარტებზე რომ 3-3.5$ დღიური ვირუჩკა დაბრუნდეს ჩემ რიგზე, მაგისთვის საჭიროა ან ბიტკოინის რეზკათ დაგაზვა, ან მაგ კოინებზე ფასის სამჯერ გაზრდა სადღაც, ან მაინერების მინიმუმ 2/3 გასვლა, ჯერ მემგონი არცერთი არ მოხდება და ამ ეტაპზე დროებით მოკვდა ვირუჩკა ვიდეოკარტებით მაინინგში, ნუ 20000$ ბიტკოინის კურსზე სხვა მოგებას დადებს და 30000$ უკვე სხვას მაინინგში, სხვათაშორის ცოტა გაიზარდა კურსი 19400$ დაცემის შემდეგ ისევ 20000$ დაუბრუნებიათ, ეთერაზე 1410$-ან 1450$ ავიდა, თუმცა ეგ მცირე ზრდაა ჯერ, სანამ არ დაგაზავს დოუ არაფერი ეშველება ალბათ, ისევ 32000+ საჭირო მაგისთვის მინიმუმ 23000$ მაინც რომ მიუახლოვდეს ბიტკოინის კურსი, 30000 კი მინიმუმ 36000 უნდა ავიდეს და ეხლა ეგ არ მოხერხდება ალბათ, ნუ 40-50$ ზრდები ეთერაზე 100$ დაცემის შემდეგ, ან ბიტკოინზე 600$+ ფასის ზრდა 1000$ დაცემის შემდეგ არაა სერიოზული და ლუბოი მომენტში შეიძლება გაძვრეს თან სული, ამიტომ დროებით აღარ ამიღია არაფერი, ეთერეუმის აღება მინდოდა მაგრამ 1400$ დავაკანსელე ორდერი და პრინციპში 1415$ ქვემოთ აღარც დაუგდიათ ეთერა ჯერ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.