Jump to content

Tesla-ს მესამე თაობის პლატფორმა შესაძლებელს გახდის უფრო იაფი ელექტრომობილების წარმოებას


Recommended Posts

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია მიზნად ისახავს ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებას. მოკლევადიან პერსპექტივაში, ძირადღირებული მასალები და ინფლაცია ხელს უშლის ფასების შემცირებას, მაგრამ სამომავლოდ Tesla არ კარგავს იმედს, რომ გამოუშვებს ელექტრომობილებს, რომელთა წარმოება 36000 აშშ დოლარზე ნაკლები დაჯდება. კომპანია ასეთი სახით აპირებს უშუალო მონაწილეობის მიღებას მანქანათმშენებლობის ისტორიაში რიგით მესამე რევოლუციაში.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

Goldman Sachs-ის კონფერენციაზე ამ კუთხით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა კომპანიის ინვესტორებთან კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა Martin Viecha-მ, აცხადებს Business Insider. სწორედ ელექტრომობილების წარმოების თვითღირებულება განსაზღვრავს უახლოეს წლებში Tesla-ს ბიზნესის განვითარების ტემპებს. ეს კომპანია კი, შეგახსენებთ, ათწლეულის ბოლოსთვის ელის, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. 

როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 2017 წელს Tesla-ს ერთი ელექტრომობილის საწარმოო თვითღირებულებამ 84 ათას აშშ დოლარს მიაღწია. ბოლო პერიოდში ეს თანხა 36 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა, ამასთან ეკონომია პრაქტიკულად არ უკავშირდება ბატარეების წარმოების ღრირებულების შემცირებას. ძირითადი პროგრესი მიღწეულია ელექტრომობილების კონსტრუქციის გაუმჯობესებისა და მათი წარმოების ორგანიზების სფეროში. Tesla-ს კალიფორნიის უძველესი ქარხანა ამ ფონზე ვერ დაიკვეხნის მაღალი ეფექტურობით. შანხაიში, ბერლინსა და ტეხასში არსებული ახალი პლატფორმები გაცილებით მეტ დანაზოგს უზრუნველყოფენ. 

მჟამად Tesla-ს კალიფორნიის ქარხანა უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით გამოშვებული ელექტრომობილების დაახლოებით ნახევარს. უფრო ეფექტური ახალი ქარხნების გამოჩენა და მათი გაფართოება განაპირობებს ელექტრომობილების საწარმოო თვითღირებულების შემცირებას - თვლის Martin Viecha. კომპანიამ შესაძლოა ერთი მანქანის გამოშვებაზე 36 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯოს. ამ დრომდე მანქანათმშენებლობის ისტორიაში მოხდა ორი ტექნოლოგიური რევოლუცია. პირველი მათგანი გასული საუკუნის დასაწყისში უზრუნველყო ჰენრი ფორდმა (Henry Ford) ხელმისაწვდომი Model T ავტომობილების საწარმოო ხაზით. მეორე რევოლუცია მოხდა 70-იან წლებში, როდესაც Toyota Motor-მა საკუთარი საფირმო საწარმოო სისტემა დანერგა. ელექტრომობილების არქიტექტურა გაცილებით მეტ შესაძლებლობას ტოვებს წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისთვის და Tesla იმედოვნებს, რომ ავტოინდუსტრიაში მესამე ტექნოლოგიური ევოლუციის ნაწილი გახდება. 

Model Y-სა და Model 3-ზე არსებული მოთხოვნა Tesla-ს მოლოდინს აღემატება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარს არ სჭირდება ბრენდის უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები. მომავალ წელს კროსოვერი Model Y შესაძლოა გახდეს ყველაზე გაყიდვადი სატრანსპროტო საშუალება ყველა დროისა და ტიპის მანქანებს შორის, მათ შორის შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებთან მიმართებაშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში Tesla-ს სურს გამოუშვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები და ამ მიზნით ავითარებს მესამე თაობის პლატფორმას. ასეთი მანქანები გამოვა დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც Tesla აამოქმედებს ამავე პლატფორმაზე წარმოებული რობოტიზებული ტაქსების სერვისს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.