Jump to content

Bank of America პროგნოზირებს Ethereum-ის ინსტიტუციონალური მიღების ზრდას The Merge-ის შემდეგ


Recommended Posts

image.png 

Ethereum-ის ქსელის გადასვლა Proof-of-Work-დან Proof-of-Stake-ზე (PoS) არ გადაჭრის მასშტაბირებადობის ან მაღალი გადასახადის პრობლემებს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ფართო ინსტიტუციური მიღება. ასეთი მოსაზრება გამოთქვეს Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა, წერს CoinDesk. 

ანგარიშის თანახმად ენერგმოხმარების შესამჩნევი შემცირება The Merge-ის შემდეგ ზოგიერთ ინვესტორს უბიძგებს პირველად შეიძინონ Ethereum. 

ETH-ის მიღება და უფრო ხარისხიანი მოგების გენერირების შესაძლებლობა (უფრო დაბალი საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკი) ვალიდატორის სახით ან სტეიკინგის მეშვეობით ასევე ხელს შეუწყობს ინსტიტუციონალური მიღების სტიმულირებას“ - განაცხადეს BofA-ს ექსპერტებმა. 

მათი აზრით ეს მდგომარეობა dapps ეკოსისტემაზეც აისახება. მათ მაგალითად მოიყვანეს Nexus Mutual, ურთიერთდაზღვევის DeFi პროექტი და აღნიშნეს, რომ მან უნდა გამოიმუშავოს შემოსავალი თავისი რეზერვებით, რათა გახდეს ტრადიციული კომპანიების ალტერნატივა. 

ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ინვესტირებას ახდენს კორპორაციულ და სამთავრობო ვალში, მაგრამ მსგავსი რისკისა და ჯილდოს მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტების მოძიება რთულია ციფრული აქტივების ეკოსისტემაში, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი თქმით, Ethereum-ის სტეიკინგი შეიძლება იყოს შესაფერისი ალტერნატივა. 

შეგახსენებთ, რომ Ethereum-ის დეველოპერებმა მთავარი ქსელის მიგრაცია PoS-ში დაგეგმეს დაახლოებით 15 სექტემბრისთვის. 

6 სექტემბერს მათ გაააქტიურეს განახლება Bellatrix.  ეს განახლება არის ბოლო ნაბიჯი The Merge-ის წინ. 

Bitcoin-ბირჟა BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა დაუშვა Ethereum-ის კოტირებების ზრდა 3000 აშშ დოლარამდე მას შემდეგ, რაც კაპიტალიზაციი სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მთავარი ქსელი გადავა PoS-ზე. 

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში თუ დოუს ინდექსიც გაიზარდა და ბიტკოინის კურსი პარარელურათ, ისე ჯერ არანაირი ზრდა არ შედგება, ნუ კაკ მინიმუმ დიდი ან თუნდაც 3000$ ასვლა როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებს, თუმცა ბიტკოინი თუ მიუახლოვდება რამენაირათ (ჯერ მაქამდე მაინც ბევრი უკლია) 30000$ შეუძლია ეთერეუმსაც 3000$ გაცდენა, მაგ პერიოდში წესით უნდა გაძლიერდეს, თუმცა თუ merge კარგათ ჩაიარა და ბაგები და პრობლემები არ გამოხტა ახლო მომავალში რაც შეაშინებს ინვესტორებს და პირიქით გაზიდონ შეიძლება ინვესტიციები შემოზიდვის მაგივრათ, ეგეც გასათვალისწინებელია და ვისაც ყიდვა უნდოდა ეთერეუმის იმის იმედზე რომ რეზკათ შეუბერავს ახლო მომავალში merge შემდეგ, უნდა გაანალიზოს ჯერ სიტუაცია და შეხედოს რა ფორმაშია ეთერეუმი, ჯერ-ჯერობით კარგათ დგას საკმაოთ ბიტკოინის კურსის ფონზე და 0.078872 ეგ საკმაოთ მაღალი კურსია eth-btc, თუმცა მანამდე იყო 0.0833 ლამის წინა დროპამდე, თუმცა თუ დოუს ინდექსის და ბიტკოინის დაცემა წლის ბოლომდე გაგრძელდება ან თუნდაც 2023-შიც გადაინაცვლებს ან ზაფხულში მთლათ 10000$ ჩამოცდება კურსი, მაშინ არანაირი 3000$ არ გამოვა ეთერეუმზე, ბიტკოინზე ყველაზე ცუდ შემთხვევაში შემდეგი წლისთვის 7000-8000$ ვარაუდობენ, მაგ პერიოდში ეთერეუმი ისევ 1000$ მიუახლოვდება ალბათ და ეგ მინიმუმ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.