Jump to content

NVIDIA-სთვის გეიმინგ გრაფიკული ბარათების სეგმენტში ვითარება უკეთესობისკენ იანვრიდან შეიცვლება


Recommended Posts

NVIDIA-ს ხელმძღვანელობის მსგავსად მესამე მხარის ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი GeForce RTX 40 სერიის გეიმინგ გრაფიკული ბარათების გამოშვება წინა თაობის პროდუქტების მარაგებისგან თავის დაღწევის მცდელობებთან ერთად საშუალებას მისცემს კომპანიას გადალახოს ჭარბი წარმოების მწვავე ეტაპი. მეოთხე კვარტალი NVIDIA-სთვის უნდა იყოს ყველაზე რთული პერიოდი გეიმინგ პროდუქტების ბაზარზე.

image.png

ფოტოს წყარო: NVIDIA

Stifel-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ NVIDIA ფლობს შესანიშნავ გრძელვადიან პერსპექტივებს, თუმცა მოკლევადიანები ბუნდოვანი რჩება, რადგანაც რთულია პროგნოზირება - კონკრეტულად როდის გათავისუფლდება კომპანია ჭარბი გეიმინგ გრაფიკული პროცესორებისგან და დაიწყებს პროფილური შემოსავლის გაზრდას. გამოთვლითი ამაჩქარებლების ბაზარს პერსპექტივაში შეუძლია NVIDIA უზრუნველყოს 1 ტრლნ აშშ დოლარი წლიური ბრუნვის მქონე სეგმენტზე გასვლით და კომპანია წონად წილს მიიღებს ამ ბაზარზე.

გეიმინგ სეგმენტში მოთხოვნა არ გაიზრდება მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, რომელსაც NVIDIA იანვრის ბოლოს დაასრულებს - ასე განმარტავენ Stifel-ის წარმომადგენლები. გეიმინგ სეგმენტში მოთხოვნის აღდგენის პერსპექტივის თვალსაზრისით მეოთხე კვარტალი NVIDIA-სთვის „ფსკერი“ იქნება, რომლიდანაც იგი შემოსავლის გაზრდის გზიდან გადაუხვევს. გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალზე დადებითად იმოქმედებს Hopper არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლების მასობრივი მიწოდების დაწყება. ამჟამად, Stifel-ის წარმომადგენლების თქმით, NVIDIA-მ მნიშვნელოვნად შეზღუდა გეიმინგ GPU-ების მიწოდება და Ada Lovelace-ის სერიის ახალი პროდუქტების გამოშვება იქნება ზრდის სტიმული, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს შემოსავალზე მომავალ კალენდარულ წლამდე.

https://tinyurl.com/5anu5z7a

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.