Jump to content

საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია Netflix-ის გეგმების შესახებ - აკრძალოს კრიპტოვალუტების რეკლამა გამოწერაში


Recommended Posts

image.png 

სტრიმინგ-სერვისი Netflix აკრძალავს რეკლამით კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას ახალ სატარიფო გეგმაში. ამის შესახებ წერს Sydney Morning Herald წყაროებზე დაყრდნობით. 

მათივე თქმით, შეზღუდვები პოლიტიკასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ვიდეოებსაც შეეხება. გამოცემის თანამოსაუბრეებმა დაამატეს, რომ კომპანია ასევე შეისწავლის ფარმაცევტული პროდუქტების რეკლამის აკრძალვის შესაძლებლობას. 

პრილში Netflix-მა დააანონსა იაფი ტარიფის ამოქმედება პარტნიორული ვიდეო რგოლების მხარდაჭერით. სერვისის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება ახსნეს აუცილებლობით - გაზრდილიყო შემოსავალი გამომწერების რიცხვის შემცირების ფონზე.  

ივლისში ონლაინ კინოთეატრმა განაცხადა, რომ ტარიფი Microsoft-თან პარტნიორობის ფარგლებში ამოქმედდება. The New York Times-ის ინფორმაციით Netflix თავდაპირველად გამოწერის ახალი ვერსიის გამოშვებას 2023 წლის დასაწყისისთვის გეგმავდა, მაგრამ, სავარაუდოდ, თარიღი გადაიდო 2022 წლის 1 ნოემბრამდე. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. 

„ჩვენ ჯერ გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფებით, თუ როგორ გამოვუშვათ გამოწერის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი რეკლამის მხარდაჭერით და ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამჟამად ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია“ - განაცხადა სერვისის წარმომადგენელმა. 

2018 წლის ივნისში Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტების და მასთან დაკავშირებული კონტენტის რეკლამა. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა კრიპტოვალუტების გაცვლის სერვისების პოპულარიზაცია აშშ-სა და იაპონიაში, მაგრამ მხოლოდ სერტიფიცირებული კომპანიების მიერ. 

2021 წლის ზაფხულში საძიებო გიგანტმა გააუქმა შეზღუდვები და დაუშვა კრიპტობირჟებისა და ციფრული საფულეების სერვისების რეკლამირება შეერთებული შტატების მომხმარებლებისთვის. 

იმავე წელს Meta-მ შეცვალა ციფრული პროდუქტების ჩვენების პოლიტიკა უფრო გამჭვირვალეობისა და ბიზნეს ინტერესის გათვალისწინების კუთხით. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ორგანიზაცია UNCTAD-მა, რომელიც გაერო-ს ნაწილია, მოუწოდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხელისუფლებას - შეზღუდონ ან აკრძალონ კრიპტოვალუტების რეკლამა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.