Jump to content

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო დაფა Nvidia GeForce RTX 4080-ის ფოტო


Recommended Posts

ცნობილმა ინსაიდერმა გამოაქვეყნა, მისი თქმით, მომავალი Nvidia GeForce RTX 4080 Founders Edition გრაფიკული დაფის პირველი სურათი. დაფა გამოიყურება როგორც სრულიად ახალი, მაგრამ რადგან ის შეფუთულია ანტისტატიკურ პაკეტში, ბევრი დეტალის დანახვა შესაძლებელი არ არის.  

@KittyYYuko-ს მიერ 2020 წლის მარტში Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ გაზიარებული ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა. ამჟამად იგი Nvidia-ს სამომავლო ვიდეო ბარათის ფოტოს გვიზიარებს. ფოტო აღებულია არაოფიციალური წყაროსგან, ამიტომ ცალსახად დაჯერება მიზანშეწონილი არ არის, თანაც იგი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს. 

image.png 

პირველი, რაც თვალში გვხვდება არის ის, რომ დაფაზე კვლავ წარმოდგენილია GeForce RTX 30 სერიის დიზაინი. არის კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყურადღებას იპყრობს, ეს არის მოდელის ნომერ „4080“-ში გამოყენებული შრიფტი, რომელიც შეესაბამება NVIDIA-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოყენებული შრიფტის სტანდარტს. 

დაფის სისქე RTX 3080-ის მსგავსია, თუმცა ჩანს, რომ სიმაღლე და სიგრძე GeForce RTX 3090/3090 Ti-ს იდენტურია. ახალ დაფაზე წარმოდგენილია განსხვავებული ქულერი გაუმჯობესებული დიზაინის ფრთებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაფა სრულიად ახალია და არა 4080 წარწერაგადაკრული RTX 30. ამასთან, ქულერი ისეთივე დიდია, როგორც GeForce RTX 3090-ის შემთხვევაში და უფრო მსხვილი, ვიდრე ორსლოტიან GeForce RTX 3080-სა. 

Nvidia-ს მომავალი GeForce RTX 40 სერიის პროდუქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული არაოფიცალური ხმებით ცნობილია, რომ RTX 4080 მოდელი დამყარებული უნდა იყოს AD103 GPU-ზე, რომელიც არ არის სერიის ყველაზე დიდი და ძლიერი გრაფიკული პროცესორი. ამრიგად, მასზე აგებული დაფები არ საჭიროებს განსაკუთრებით მძლავრ გაგრილების სისტემას, როგორიც არის მაგალითად Nvidia GA102-ზე მოქმედი გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. ამავდროულად, AD103 ჩიპი, როგორც ვარაუდობენ, უფრო ენერგომოხმარებადი იქნება, ვიდრე Nvidia-ს GA103/104, რომელიც გამოიყენება GeForce RTX 3080-ში; ამიტომ, უფრო დიდი, ორმაგი სიგანის რადიატორის გამოყენება გამართლებულია. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეო ბარათი არ ჰგავს GeForce RTX 30 Founders Edition-ის ნაწილებისგან შექმნილ მოდელს, არამედ რაღაც ახალს. თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არის ნამდვილი მომავალი GeForce RTX 4080 ვიდეო დაფა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.