Jump to content

NASA გამოუყოფს SpaceX-ს 1.4 მლრდ აშშ დოლარს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების წაყვანის კიდევ ხუთი მისიის შესრულებისთვის


Recommended Posts

კომპანია SpaceX NASA-სან 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში მიიღებს თანხას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების წაყვანის კიდევ ხუთი მისიისთვის - ეს გახლავთ შეთანხმების დამატება, რომელიც უკვე არსებობს ორ ორგანიზაციას შორის. SpaceX ჯერჯერობით ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც სადგურზე ასტრონავტების წაყვანის ნება აქვს დართული. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

NASA-ს მონაცემების თანახმად გარიგებაში გათვალისწინებულია ხომალდ Crew Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს გამოყენება, შეთანხმების საფუძველზე აეროკოსმოსური სააგენტო უზრუნველყოფილია, რომ 2030 წლამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდეს ეკიპაჟი. საუბარი ეხება მისიებს Crew-10-დან Crew-14-მდე. მაგალითად, ამჟამად სადგურზე იმყოფეა ეკიპაჟი Crew-4, ხოლო Crew-5 სავარაუდოდ სადგურისკენ ოქტობრის დასაწყისში გაემგზავრება. 

სამომავლოდ NASA მზადაა ფსონი კომპანია Boeing-ის ხომალდ Starliner-ზე დადოს, რომლის კოსმოსში გაშვება საკმაოდ მალე მოხდება, თუმცა ჯერჯერობით  SpaceX-ია ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი - სააგენტოსთვის ეკიპაჟის ტრანსპორტირების მისიები შეასრულოს. მან დეკემბერში ასევე უნდა შეასრულოს სამი მისია 2014 წელს დადებულ კონტრაქტ Commercial Crew Transportation Capabilities-ის (CctCap) ფარგლებში - კომპანიის სატრანსპორტო სისტემა ერთადერთია, რომელიც შეესაბამება კერძო კომპანიებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს. ჯამში გარიგება CCtCap შეფასებულია 4.9 მლრდ აშშ დოლარად.  

ცნობილია, რომ NASA გეგმავს მისიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ეკიპაჟის ფრენები კოსმოსური სადგურისკენ მინიმუმ 2030 წლამდე. ახლახანს სააგენტომ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობა 2024 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლის განმავლობაში სადგურის გამოყენების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.