Jump to content

RDNA 3 თაობის პროდუქტების გამოშვებით AMD დაიწყებს NVIDIA-ს შევიწროვებას ვიდეო ბარათების ბაზარზე


Recommended Posts

Barron's-თან ინტერვიუში სააგენტო Jon Peddie Research-ის დამფუძნებელმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უახლოეს თვეებში შეძლებს ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას NVIDIA-ს შესაძლებლობაზე - წინააღმდეგობა გაუწიოს ვიდეო დაფების ბაზარზე არსებულ კრიზისს. ცხადია, რომ მოდელ „proof of work“-ზე Ethereum-ის უარის თქმის შემდეგ მეორად ბაზარზე გამოყენებული ვიდეო დაფების უზარმაზადი ნაკადის შემოდინება მოხდება, ფასი კი წაახალისებს დაბალბიუჯეტურ გეიმერებს - განიხილონ მეორადი ბაზრის მაცდური შეთავაზებები, რაც NVIDIA-ს შესაძლებლობას ართმევს გაყიდოს ახალი ვიდეო დაფების სასურველი რაოდენობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

როგორც პირველწყაროშია აღნიშნული, ბევრი ანალიტიკოსი ითვალისწინებს AMD-ის მხრიდან კონკურენციის ფაქტორსაც, რომელმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს არქიტექტურა RDNA 3-ზე დამყარებული ვიდეო დაფები. მათ მიაწერენ არა მხოლოდ ფასი-ხარისხის შეფარდების ზრდას, არამედ ჩიპლეტების გამოყენებას. Jon Peddie Research-ის აზრით ვიდეო დაფების ბაზარზე „ფასების ომში“ AMD-ს აშკარა უპირატესობა ექნება სწორედ ჩიპლეტების გამოყენების გამო. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომელსაც Lisa Su ხელმძღვანელობს - დაიბრუნოს სამომხმარებლო გრაფიკული ბარათების ბაზარზე პოზიციის ნაწილი მაინც. 

Link to comment
Share on other sites

ისე მგონი ამჯერათ ნვიდიას 4000 სერიაც TMSC 5 ნანომეტრიან ტეხპროცესზე იქნება, როგორც ამდ 7000 სერიის კარტები + რეიტრეისინგში გაორმაგებული წარმადობა თუ ექნება მართლა 4000 სერიის კარტებზე ჰაი ენდ კარტები მაინც კარგათ გასაღდება მაგ სერიაშიც გეიმერებში, თან შეიძლება 3000 სერიის კარტების დიდი ნაწილი ეთერეუმიდან სხვა კოინების სამაინინგონ გადაიყვანონ მაინერებმა, გააჩნია რამდენათ დაეცემა ბიტკოინის ფასი, მაგაზეც იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, თუმცა ახლო მომავალში ეგ კარტები ძირითადათ გეიმერებს თუ დაჭირდებათ ალბათ მარტო, სადღაც 82-18% იყო მგონი ბოლოს რომ ვნახე 5-6 თვის უკან ნვიდიას უპირატესობა ამდ-ან ბაზრის წილში (ინტელის რამდენიმე % ბაზრის წილის გარეშე ეგ ოღონდ), ეგ ინტეგრირებული ვიდეოკარტების გარეშე ოღონდ, ეხლა უნდა შემცირებულიყო რამდენიმე % ალბათ ეგ სხვაობა

image.png.webp

საინტერესო იქნება ეგეთივე უკვე Q322 ჩარტი, რახან რაღაც ბაზრის წილი უკვე ინტელმაც დაიკავაო, ისე ისტორიული სტატიკსტიკა გვიჩვენებს რომ კრიპტოს ფასების კარდინალურათ შემოტრიალება ძალიან სწრაფათ ხდება და ძალზე დიდხანს შეიძლება ბიტკოინის დაპამპვა არც გაიწელოს, თუმცა შემდგომი დიდი ზრდა უფრო 2024-2025 წლისთვისაა დაგეგმილი 2024 წლის ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ უკვე, მაგის გარდა იმოქმედებს კარტების დეფიციტიც, თუ არ იქნება დეფიციტი და ძალზე მაღალ ფასებს არ დააადებენ მაგ ახალი სერიის კარტებს, მაგ შემთხვევაში შეიძლება ბაზრის წილის დაბრუნება, ისე მეეჭვება დიდზე გაიზარდოს ბაზრის წილი ამდ მაგის გარეშე, ისე დაჟე მაინინგში ვიდეოკარტების სპროსის დაცემის შემდეგაც საინტერესოა შეძლებს თუ არა TMSC სრაზუ ინტელის,ნვიდიას და ამდ შეკვეთების დროულათ რეალიზაციას, თუ ისევ გარკვეული დეფიციტი დარჩება მაგ ახალ სერიის კარტებზეც, მე როგორც ვიცი ინტელიც TMSC ტეხპროცესზე უშვებს ვიდეოკარტებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.