Magdalena Posted August 30, 2022 Share Posted August 30, 2022 კომპანია Meta-ს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პოდკასტერ Joe Rogan-თან ინტერვიუში განაცხადა აღამსრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა. მან დაადასტურა, რომ მოწყობილობა კოდური სახელით Project Cambria, დიდი ალბათობით, წარდგენილი იქნება ყოველწლიურ ღონისძება Connect-ის დროსთან მიახლოებით. ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg „მოწყობილობას, რომელიც ოქტომბერში გამოვა, მთელი რიგი საინტერესო ფუნქციები ექნება“ - აღნიშნა ცუკერბერგმა. მაგალითის სახით მან მოიყვანა ფუნქცია, რომელიც გააფართოვებს სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს ვირტუალურ რეალობაში. იგი დაფუძნებული იქნება მომხმარებლის სახისა და თვალის მოძრაობის თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე. „ვირტუალურ რეალობაში გაჩნდება მხედველობითი კონტაქტის შესაძლებლობა. სახის გამოკვლევის ტექნოლოგია შეცვლის ციფრული ავატარის მიმიკას მომხმარებლის მიმიკის შესაბამისად რეალური დროის რეჟიმში“ - აღნიშნა Meta-ს ხელმძღვანელმა. გავრცელებული ხმების თანახმად Project Cambria-ს VR-ჰედსეტის ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა იყოს Meta Quest Pro. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა ბევრად ძირადღირებული იქნება აქტუალურ მოდელ Meta Quest 2-თან შედარებით, რომლის ფასი აგვისტოს შემდეგ 399 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია აგრეთვე ამზადებს ახალ VR-ჰედსეტს, რომელიც Quest 2-ს ჩაანაცვლებს. https://tinyurl.com/47fy838y Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.