Jump to content

Meta ვირტუალური რეალობის ახალ ჰედსეტს ოქტომბერში წარადგენს


Recommended Posts

კომპანია Meta-ს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პოდკასტერ Joe Rogan-თან ინტერვიუში განაცხადა აღამსრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა. მან დაადასტურა, რომ მოწყობილობა კოდური სახელით Project Cambria, დიდი ალბათობით, წარდგენილი იქნება ყოველწლიურ ღონისძება Connect-ის დროსთან მიახლოებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg 

„მოწყობილობას, რომელიც ოქტომბერში გამოვა, მთელი რიგი საინტერესო ფუნქციები ექნება“ - აღნიშნა ცუკერბერგმა. 

მაგალითის სახით მან მოიყვანა ფუნქცია, რომელიც გააფართოვებს სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს ვირტუალურ რეალობაში. იგი დაფუძნებული იქნება მომხმარებლის სახისა და თვალის მოძრაობის თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე. 

„ვირტუალურ რეალობაში გაჩნდება მხედველობითი კონტაქტის შესაძლებლობა. სახის გამოკვლევის ტექნოლოგია შეცვლის ციფრული ავატარის მიმიკას მომხმარებლის მიმიკის შესაბამისად რეალური დროის რეჟიმში“ - აღნიშნა Meta-ს ხელმძღვანელმა. 

გავრცელებული ხმების თანახმად Project Cambria-ს VR-ჰედსეტის ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა იყოს Meta Quest Pro. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა ბევრად ძირადღირებული იქნება აქტუალურ მოდელ Meta Quest 2-თან შედარებით, რომლის ფასი აგვისტოს შემდეგ 399 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია აგრეთვე ამზადებს ახალ VR-ჰედსეტს, რომელიც Quest 2-ს ჩაანაცვლებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.