Jump to content

ვიდეო დაფები კვლავ იაფდება - ყველაზე პოპულარული მოდელების ღირებულება ევროპაში სარეკომენდაციო ფასებს მიუახლოვდა


Recommended Posts

ბევრი ვიდეო დაფის ფასი დიდი ხანია შემცირდა სარეკომენდაციომდე, თუმცა ჯერ კიდევ 2020 წელს წარმოდგენილი ძირითადი მოდელები, მათ შორის Radeon RX 6800XT და RX 6800, ასევე GeForce RTX 3060 Ti, RTX 3070 და RTX 3080 10 გბ - ამ დრომდე სარეკომენდაციო ფასზე ძვირად იყიდებოდა. ამჟამად მათი ფასებიც მცირდება. პორტალ 3DCenter-მა მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების ფასების უახლესი სტატისტიკა გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებიდან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

საცალო მოვაჭრეებს არ სურდათ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების ფასების სარეკომენდაციო ფასს ქვემოთ დაწევა, რადგან ეს ვიდეო დაფები ისედაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა.  3DCenter სქემის მიხედვით ამ დაფების ფასები ამჟამად დაახლოებით 3%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. 

image.png 

ფოტოს წყარო: 3DCenter 

Radeon RX 6800 XT-ის მნიმალური ფასი ამჟამად 759 ევროს შეადგენს, Radeon RX 6800 მოდელის ყიდვა შესაძლებელია 639 ევროდან. ტექნიკურად, ეს ფასები ჯერ კიდევ მაღალია სარეკომენდაციოზე დოლართან მიმართებაში ევროს მიმდინარე კურსის, აგრეთვე ავსტრიასა და გერმანიაში არსებული 19%-იანი დღგ-ის გათვალისწინებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

NVIDIA-ს ბოლო თაობის ძირითადი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია. მაგალითად, GeForce RTX 3080 10 გბ ამჟამად 779 ევროდ იყიდება, GeForce RTX 3070 – 579 ევროდ. ორივე მათგანი ოდნავ მაღალია სარეკომენდაციო ღირებულებაზე. NVIDIA-ს ერთადერთი დაფა ამაჩქარებლების ამ სიიდან, რომელიც შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასად (გაცვლითი კურსის და დღგ-ს ჩათვლით) არის GeForce RTX 3060 Ti. მისი ღირებულება 474 ევროს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

2022 წელს გამოშვებული უფრო უახლესი გრაფიკული დაფები - Radeon RX 6500 XT, Radeon RX 6400, Radeon RX 6650 XT, Radeon RX 6700, Radeon RX 6750 XT და Radeon RX 6950 XT, ასევე NVIDIA GeForce RTX 3050 და GeForce RTX 3090 Ti, ასე სწრაფად არ იაფდება. თუმცა ეს ტენდენცია მალე უნდა შეიცვალოს, რადგან ფლაგმანურ მოდელებს ამაჩქარებლების ახალი სერიები ჩაანაცვლებს, ხოლო უმცროსი მოდელები სწრაფად გაიაფდება ახალ გრაფიკულ არქიტექტურაზე დამყარებული ანალოგების გამოშვების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.