Jump to content

Chainalysis: კანონდამრღვევი კრიპტოტრანზაქციების მოცულობა 15%-ით შემცირდა


Recommended Posts

image.png 

ციფრული აქტივებით უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობა იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით შემცირდა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს Chainalysis. 

image.png 

წყარო: Chainalysis. 

ანალიტიკოსები ამ მოვლენას ციფრულ აქტივებზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. გამოთვლების თანახმად არასაეჭვო კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა იმავე პერიოდში 36%-ით შემცირდა. 

„თუ ჩავუღრმავდებით დანაშაულის კონკრეტულ ფორმებს, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი ფაქტობრივად გაიზარდა, ზოგი კი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მთლიანი ბაზარი“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

ამგვარად, თაღლითობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 65%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლის წინ და შეადგინა 1.6 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 

image.png 

წყარო: Chainalysis. 

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ თაღლითური რეკლამის მიმზიდველობა მცირდება კრიპტო ბაზარზე ვითარების გაუარესების ფონზე. სტატისტიკაზე ასევე იმოქმედა ისეთი დიდი Ponzi სქემების არარსებობამ, როგორებიცაა PlusToken (2 მლრდ აშშ დოლარი 2019 წელს) და Finiko (1.5 მლრდ აშშ დოლარი 2021 წელს). 

ჰაკერების მიერ მიყენებულმა ზარალმა იანვრიდან ივლისამდე 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.2 მლრდ აშშ დოლარი იყო. ზრდა გამოწვეულია DeFi პროტოკოლების მზარდი პოპულარობით, რომლებიც ხდებიან ჰაკერების მსხვერპლნი სმარტ-კონტრაქტების აუდიტისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო.  

image.png 

წყარო: Chainalysis. 

„ჩვენ არ ველით, რომ ჰაკერების რაოდენობა შემცირდება ბაზრის მოძრაობის მიხედვით, როგორც ეს ხდება თაღლითობის დროს. სანამ DeFi-ის პროტოკოლების პულებსა და სხვა სერვისებში შენახული აქტივები ღირებულია და დაუცველი, ბოროტმოქმედები შეეცდებიან მათ მოპარვას“, - ასკვნიან ექსპერტები. 

Chainalysis-მა წლის დასაწყისიდან cross-chain პროტოკოლებზე ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალი 2 მლრდ აშშ დოლარად შეაფასა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.