Jump to content

პიტერ შიფი კვლავ პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის 10 ათას აშშ დოლარამდე შემცირებას


Recommended Posts

image.png 

Bitcoin დიდი ალბათობით ახალ მაქსიმუმებს ვერ მიარწევს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გააგრძელებს ვარდნას 10 ათას აშშ დოლარამდე და მის ქვემოთ. ამის შესახებ განაცხადა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. 

მისი თქმით, კრიპტოვალუტის ბაზრის ამჟამინდელი ზრდა, მათ შორის ივლისის დასაწყისიდან Ethereum-ის ფასის 70%-იანი ზრდა, არ არის მდგრადი. მან მას "აღმასვლა გულუბრყვილოებისთვის" უწოდა. 

„ბაზრის ვარდნა კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, ხალხმა უნდა გამოიყენოს ფასების ამჟამინდელი აღმასვლა და ბაზარი დატოვონ. ბევრი ჯერ კიდევ მოგებაშია. ზოგმა Bitcoin იყიდა ოთხი, ხუთი, ექვსი წლის წინ და ეს პირები კარგ პლუსში არიან. იგივე ვითარებაა Ethereum-თანაც. ხალხმა უნდა დატოვოს ბაზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარი მათ ამ მოგებას წაართმევს“ - განაცხადა ოქროს მომხრემ. 

შიფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოსაზრება, რომ კრიპტობაზარი bubble-ში იმყოფება მიუხედავად Bitcoin-ის ფასის დაახლოებით 65%-ით ვარდნისა. მოიგებენ ისინი, ვინც მისგან გასვლას მოასწრებს - აღნიშნა ინვესტორმა. 

მისი თქმით, წელს ბაზრის დაცემა ფართომასშტაბიანი Pump & Dump სქემის შედეგი იყო. 

„იყვნენ ცნობილი სახეები, როგორიცაა სპორტსმენები ან მსახიობები, რომლებმაც დაიწყეს ამა თუ იმ მონეტის პოპულარიზაცი, მაგალითად, თავიანთი Instagram-ის მიმდევრებისთვის. ეს იყო მასიური რეკლამა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს, ”- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში შიფმა ივარაუდა Bitcoin-ის 10 000 აშშ დოლარამდე დაცემა 30 000 დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 

11 მაისს მითითებულ ნიშნულს ქვემოთ კოტირებების ვარდნის შემდეგ შიფის პროგნოზი იყო, რომ ფასი 8 ათას აშშ დოლარიან დონეს გატესტავდა. 

ციფრული ოქრო დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად იყიდებოდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, სანამ 23 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა საკუთარი პროგნოზი Bitcoin-თან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა 5 ათას აშშ დოლარიანი მხარდაჭერის დონეზე. 

Link to comment
Share on other sites

ივნსისის დროპების შემდეგ უკვე აგვისტოსთვის უნდა ყოფილიყო 10000$ ბიტკოინი და 600$ ეთერეუმი ეგეთივე პროგნოზებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით მარტო იზრდება მაგის შემდეგ, ჯერ მოახერხა ასვლა ბიტკიოინმა 25200$ სადღაც და ეთერეუმმა 2030$+ დაახლოებით ეგრე, ეხლა გარკვეული დროპები დაიწყო, მაგრამ სერიოზული დაცემები არ ყოფილა და შეიძლება ისევ გაიზარდოს დაჟე მაგაზე ზევითაც ოქტრომბრამდე კურსი, რატომღაც მაგ პერიოდში ვარაუდობენ პიკს, მაგრამ მაინც ბევრი რამე დოუ ჯონსზე იქნება დამოკიდებული რამდენათ გაიზრდება კიდე ან პირიქით დაიწყებს ისევე დაცემებს, რაც არ უნდა იყოს დაბალი კურსი მოსალოდნელი იქნება ისევე ალბათ შემდეგი წლის მაისი-ივლისის პერიოდში უფრო, წინა წელიწადსაც მაშინ დაიწყო აბვალები და წელსაც, არაა გამორიცხული იგივე გაიმეორონ შემდეგ წელსაც, თუმცა მაინც მგონია რომ 15000$ ქვემოთ არ დააგდებენ ბიტკოინს ეხლა თუ მიუახლოვდება 35000$ დაცემამდე შემოდგომის მეორე ნახევარში უკვე, ეთერეუმიც უფრო 1500$ დაეცემა ეხლა თუ 2800$ დააბრუნეს კურსი სადღაც სანამ დაცემები დაიწყებოდეს წლის ბოლოსკენ-შემდეგი წლის დასაწყისისთვის უკვე, ანუ ექნება მნიშვნელობა რამდენზე ავა კურსი მაგასაც + რა სიტუაცია იქნება ფონდოვი ბირჟებზე იმ დროისთვის ეგეც იმოქმედებს მინიმალურ ბიტკოინის კურსზე და სხვა ნიუსებიც კრიპტობაზრიდან, ნუ ვისაც ეშინია მოშნი დროპების ალბათ ჯობია აპრილისთვის ყველაფერი გაყიდოს და ტეტერში ქონდეს თანხები შეგროვილი თუ მართლა დაეცა მოშნათ შეიძლება იაფათ შესყიდვა მერე ივნისისკენ ბიტკოინ-ეთერეუმის და მერე კი შეუბერავენ ისევე ალბათ, 2024-2025 სერიოზულათ გაიზარდოს ისევე კურსი შეიძლება, არ გამოვრიცხავ ახალ რეკორდებსაც და ბიტკოინ ეთერეუმის 100000-10000$ გაცდენას, მაგრამ მაგისთვის გარკვეული ხელსაყრელი პერიოდია და მაღალი დოუ ჯონსის ინდექსი საჭირო 38000+ მაინც ალბათ სულ მცირე 40000 თუ არა 2025 წლისთვის უკვე, ზოგადათ ბიტკოინი 20000$-ან რომ დაეცა 2018 წლის დეკემბერში 3000$-მდე და იმავე პერიოდში ეთერა რომ ჩამოცდა 1400$-ან ფაქტიურათ 80$ ბევრი ანალიტიკოსი ძალიან პესიმისტიკურათ იყო განწყობილი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც ვარაუდობდა 50000$+ ბიტკოინის გაცდენას და 4000$ ეთერეუმის, ეგეთ ანალიტიკოსებს ყველა დასცინოდა, მაგრამ ბოლოს დასაცინი თვითონ ისინი გახდენ ვისაც არ ჯეროდა მასეთი კურსების, თურმე არც ეგეთი დაუჯერებელი ყოფილა და კოვიდმაც შეუწყოო მაგას ხელი, გავს ეგ ყველაფერი ფინანსურ პირამიდებს, მაგრამ მთავარი განსხვავება მაგასთან იმაშია რომ კრიპტობაზარი ციკლიკურათ იზრდება და ეცემა, ანუ არ შეუძლია ძალიან დიდხანს დაბალზე დარჩეს ან ძალზე მაღალზე გაჩერდეს, რომ აწიონ 5000$ ეთერეუმი მაგისთვის დიდი დაცემაა საჭირო და ეხლაც 10000$ რომ გაცდეს 1000$ ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს, იგივეს თქმა შეიძლება ბიტკოინზეც, 100000$ საჭიროა ალბათ ამაზე დაბალი კურსი რაც ეხლაა, იდეაში 15000$ ალბათ ჩამოცდება 2023 წლისთვის, შეიძლება წლის ბოლოს დაფიქსირდეს ისევე მინიმუმი, პირამიდა კიდე ეგრე არ მუშაობს, ერთხელ რომ გაიზრდება და მერე დაეცა მორჩა ყველაფერი, უკან ვეღარაფერს დაიბრუნებ, აქ ჯერ ყოველთვის იზრდებოდა მოშნი დაცემების შემდეგ კურსი, ანუ ციკლიკური პროცესია დაუსრულებელი ფაქტიურათ აწევ-დაწევების, მაგრამ დიდი მოგებისთვის სწრაფათ მოქმედებაა საჭირო, ვინც ასწრებს დროულათ თანხის გამოტანას და მერე შეტანას იმას რჩება ყველაზე დიდი მოგებაც უკვე, ძალიან მოქმედებს ეგ ვირუჩკაზე, დაჟე როცა 5000-10000$ მიდის მარტო საუბარო, აღარაფერს ვიძახი მილიონ-მილიარდიან ინვესტიციებზე უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.