Magdalena Posted August 15, 2022 Share Posted August 15, 2022 დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების ანონსის შემდეგ Intel-მა დაიწყო უფრო მძლავრი მოდელების - Arc A750-ისა და Arc A770-ის წარმადობის დემონსტრირება. ამჯერად წარდგენილ იქნა Arc A750: გრაფიკული ჩიპი ACM-G10; 3584 ნაკადური პროცესორი; 12 გბ GDDR6 მეხსიერება 16 გბ/წმ სიჩქარით; 192-ბიტიანი სალტე; TGP 200 ვატი. როგორც Intel აცხადებს, მოხდა დაფის გატესტვა რამდენიმე თამაშში, რომელთა შორისაა F1 2021, Cyberpunk 2077, Control, Borderlands 3 და Fortnite. ყოველი მათგანი გაშვებული იყო 2K (1440р) გაფართოებაზე რეითრეისინგის გარეშე. პერსონალური კომპიუტერის უფრო დეტალური მახასიათებლები, რომლითაც ტესტები ჩატარდა, არ სახელდება. შედეგების მიხედვით Arc A750 საკმაოდ კარგად უმკლავდება მომთხოვნ თამაშებს და ასევე მნიშვნელოვნად აჯობა თავის მთავარ კონკურენტ Nvidia-ს GeForce RTX 3060-ს. გრაფიკზე ჩანს, რომ ხუთიდან ვერცერთ თამაშში RTX 3060-მა ვერ შეძლო გაესწრო Intel-ის ახალი პროდუქტისთვის. კერძოდ, F1 2021-ში Arc A750-ის უპირატესობა 17%-ია, Cyberpunk 2077-ში - 15%, Control-ში - 14%, Borderlands-ში 3 - 13%, Fortnite-ში - 6%. Wccftech-ის ბოლო შეფასების თანახმად Core i9-1200K-თან ტანდემში Arc A750 მუდმივად უსწრებს RTX 3060-ს 15%-ით, ხოლო Radeon RX 6600 XT-ს - 20%-ით. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებული ობიექტური ტესტირების შედეგები სასარგებლო იქნება ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობაში A750 ეღირება დაახლოებით 330 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3jc6nu6u Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.