Jump to content

Intel-ის ინფორმაციით ვიდეო დაფა Arc A750 6-17%-ით აღემატება Nvidia RTX 3060-ს გეიმინგ ტესტებში


Recommended Posts

დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების ანონსის შემდეგ Intel-მა დაიწყო უფრო მძლავრი მოდელების - Arc A750-ისა და  Arc A770-ის წარმადობის დემონსტრირება. ამჯერად წარდგენილ იქნა Arc A750: 

  • გრაფიკული ჩიპი ACM-G10; 

  • 3584 ნაკადური პროცესორი; 

  • 12 გბ GDDR6 მეხსიერება 16 გბ/წმ სიჩქარით; 

  • 192-ბიტიანი სალტე; 

  • TGP 200 ვატი. 

როგორც Intel აცხადებს, მოხდა დაფის გატესტვა რამდენიმე თამაშში, რომელთა შორისაა F1 2021, Cyberpunk 2077, Control, Borderlands 3 და Fortnite. ყოველი მათგანი გაშვებული იყო 2K (1440р) გაფართოებაზე რეითრეისინგის გარეშე. პერსონალური კომპიუტერის უფრო დეტალური მახასიათებლები, რომლითაც ტესტები ჩატარდა, არ სახელდება. 

შედეგების მიხედვით Arc A750 საკმაოდ კარგად უმკლავდება მომთხოვნ თამაშებს და ასევე მნიშვნელოვნად აჯობა თავის მთავარ კონკურენტ Nvidia-ს GeForce RTX 3060-ს. გრაფიკზე ჩანს, რომ ხუთიდან ვერცერთ თამაშში RTX 3060-მა ვერ შეძლო გაესწრო Intel-ის ახალი პროდუქტისთვის. კერძოდ, F1 2021-ში Arc A750-ის უპირატესობა 17%-ია, Cyberpunk 2077-ში - 15%, Control-ში - 14%, Borderlands-ში 3 - 13%, Fortnite-ში - 6%. 

Wccftech-ის ბოლო შეფასების თანახმად Core i9-1200K-თან ტანდემში Arc A750 მუდმივად უსწრებს RTX 3060-ს 15%-ით, ხოლო Radeon RX 6600 XT-ს - 20%-ით. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებული ობიექტური ტესტირების შედეგები სასარგებლო იქნება ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობაში A750 ეღირება დაახლოებით 330 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.