Jump to content

NFT ვაჭრობის მოცულობა ივლისში 26%-ით შემცირდა


Recommended Posts

image.png 

CryptoSlam-ის მონაცემებით ივლისში მეორად ბაზარზე არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ვაჭრობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 26%-ით - 647.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.png 

წყარო: CryptoSlam. 

სერვისის თანახმად უნიკალური მყიდველების რაოდენობა უკვე მესამე თვეა მცირდება. მაისში ეს მაჩვენებელი 694 850 იყო, ივნისში 574 133-მდე შემცირდა, ივლისში კი - 532 378-მდე. 

NFT-სტუდია Influxo-ს თანადამფუძნებელმა ენდი ლიანმა Forkast-თან კომენტარისას მიუთითა დათვური ტრენდის გაგრძელებაზე. CryptoSlam-ის არაურთიერთანაცვლებადი ტოკენების სტრატეგი Yehudah Petscher ეჭვობს, რომ ბაზარი „მიმდინარე წელს ფსკერზე ჩამოვა“. 

”მე ვთვლი, რომ ეს დათვური ციკლი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი,” - დაუშვა ექსპერტმა. 

Petscher-მა დაამატა, რომ უნიკალური მყიდველების რაოდენობა გარკვეულ ოპტიმიზმს უნერგავს. მისივე თქმით ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით (432 317) მეტია. 

”NFT–ები ახლა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ [სექტორი] ძალიან კარგ სიტუაციაშია ზრდის [ან] ტრანზაქციების თვალსაზრისით,” - განაცხადა Petscher-მა. 

ივლისში ყველაზე გაყიდვადი იყო Bored Ape Yacht Club-ის კოლექცია 51.4 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით, მეორე ადგილი კი CryptoPunks-ს უჭირავს 50.7 მლნ აშშ დოლარით. 

image.png 

წყარო: CryptoSlam. 

ლიანის თქმით, Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლამ შეიძლება იმპულსი მისცეს NFT ბაზარს. ადრე დეველოპერებმა წინასწარ დაამტკიცეს ბლოკჩეინის მიგრაცია 2022 წლის 19 სექტემბრისთვის. 

სატესტო ქსელი Goerli კონსენსუსის ახალ ალგორითმზე გადავა, როდესაც ქსელის კუმულაციური სირთულე 10 790 000 ნიშნულს მიაღწევს. სპეციალისტების შეფასებით ეს მოხდება 6-დან 12 აგვისტომდე პერიოდში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.