Jump to content

AMD-ისა და NVIDIA-ს ბოლო თაობის ვიდეო დაფები ევროპაში სარეკომენდაციო ფასზე საშუალოდ 9-14 %-ით იაფად იყიდება


Recommended Posts

რესურს 3DCenter-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებში AMD Radeon RX 6000 და NVIDIA GeForce RTX 30 სერიის ვიდეო ბარათების საშუალო ღირებულების შესახებ. აღნიშნული სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ფასმა ამჟამად რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: digitaltrends.com 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიდეო ბარათების ღირებულება თანდათან დაუბრუნდა მწარმოებლების მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ღირებულებებს და ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც. ვითარება ბაზარზე მკვეთრად შეიცვალა კრიპტოვალუტების ბაზრის ძლიერი ვარდნის და მიმდინარე თაობის ამაჩქარებლების მარაგების დაგროვების შედეგად, რომლებიც შესამჩნევად ნაკლებად მოთხოვნადი ხდება ახალი თაობის ვიდეო ბარათების გამოშვებამდე 2-3 თვით ადრე. 

image.png 

ფოტოს წყარო: 3DCenter.org 

3DCenter-ის მონაცემების მიხედვით Radeon RX 6000 სერიის ამაჩქარებლების საშუალო საცალო ფასი გერმანიასა და ავსტრიაში ამჟამად 14%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასებთან შედარებით. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების შემთხვევაში საცალო ფასი საშუალოდ 9%-ით დაბალია, ვიდრე სარეკომენდაციო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

ეს მაჩვენებლები ყველაზე დაბალია ამაჩქარებლების აღნიშნული სერიის ბაზარზე გამოშვების შემდეგ. ყველაზე საინტერესოა ფასების მნიშვნელოვანი შემცირება Radeon RX 6950 XT და GeForce RTX 3090 Ti ამაჩქარებლების შემთხვევაში - ეს დაფები სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში საშუალო და საწყისი დონის გრაფიკული ბარათების ღირებულება, როგორიცაა მაგალითად RTX 3060, მაინც უფრო მაღალია, ვიდრე მწარმოებლის სარეკომენდაციო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მაღალი მოთხოვნით, ასევე იმით, რომ ამ ამაჩქარებლების შთამომავლები არ გამოვა, სულ მცირე, მომავალი წლის იანვრამდე. ვინაიდან NVIDIA უახლოეს მომავალში მხოლოდ მაღალი დონის RTX 40 სერიის ამაჩქარებლების გამოშვებას გეგმავს, საცალო მოვაჭრეებს არ აქვთ სტიმული, შეამცირონ ყველა მიმდინარე თაობის გრაფიკული ბარათის ფასი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...