Jump to content

Xiaomi 12T-ს ექნება ახალი 108-მეგაპიქსელიანი კამერა და 1.5K გაფართოების დისპლეი


Recommended Posts

image.jpeg 

გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია Xiaomi 12T სერიის წარდგენას მიმდინარე ან მომდევნო თვეში აპირებს. სანამ ყველას ყურადღება Xiaomi 12T Pro-ზე იყო მიპყრობილი, ინსაიდერებმა გააზიარეს ინფორმაცია Xiaomi 12T-ს შესახებ. 

Xiaomi 12T-ის კოდური სახელია „Plato” და მას ექნება 1220x2712 პიქსელი (FHD+ და QHD+ ფორმატებს შორის) გაფართოების დისპლეი. ეს ეკრანი ჩამოუვარდება Redmi K50 სერიის QHD+ დისპლეებს, თუმცა Xiaomi 11T-ის ეკრანზე უკეთესია. დასაშვებია მოლოდინი, რომ ეს იქნება AMOLED პანელი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. როგორც ადრე ცხადდებოდა, 12T-ში მოცემული იქნება MediaTek Dimensity 8100. წყაროები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს Dimensity 8100 Ultra ან Dimensity 8100-Max კომპანია OnePlus-ისგან. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ სმარტფონს ექნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 მეხსიერება. 

რაც შეეხება კამერებს, Xiaomi 12T როგორც ჩანს იქნება ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 კამერით. Xiaomi 11T აღჭურვილი იყო HM2-ით. ISOCELL HM6 საინტერესო არჩევანია, რადგან ის უფრო პატარაა, ვიდრე HM2 და აქვს პატარა პიქსელები. 108-მეგაპიქსელიან კამერასთან ერთად წარმოდგენილი იქნება 8 მპ ულტრაფართო კამერა, 2 მპ მაკრო კამერა და 20 მპ სელფი კამერა Redmi K50 Pro-ს მსგავსად.  

Xiaomi-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია 12T სერიის გამოსვლა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ სერიის სმარტფონები გამოვა არაუგვიანეს სექტემბრისა. მიიჩნევა, რომ Xiaomi 12T Pro გლობალურად ჩაანაცვლებს სამომავლო Redmi K50 Ultra ან Redmi K50S Pro სერიას. 
﷟HYPERLINK "https://overclockers.ru/st/legacy/blog/417293/316412_O.png"https://tinyurl.com/2p9eb2dw 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.