Jump to content

Tesla კარგავს ბაზრის წილს ევროპაში, თუმცა 2022 წლის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი Model Y-ია


Recommended Posts

2022 წლის პირველ ნახევარში ევროპის ელექტრომობილების ბაზარი მძლავრ ზრდას განაგრძობდა: დარეგისტრირდა 633 200 ეკოლოგიურად სუფთა მანქანა და მოცულობის ზრდამ 31% შეადგინა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელ, 485 ათას ერთეულთან შედარებით. ანალიტიკურ კომპანია JATO Dynamics-ის ცნობებით ამჟამად ელექტრომობილების წილმა ევროკავშირის ყველა ავტომობილს შორის 11.4%-ს მიაღწია. Tesla-ს წილმა კი კლება დაიწყო. 

image.jpeg 

ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მწარმოებლების მიხედვით 2021 და 2022 წლებში. წყარო: motor1.com 

ყველა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ვერ შეძლო თანაბრად ესარგებლა მზარდი ბაზრის პოტენციალით. Tesla-ს ბერლინში არსებულმა ქარხანამ წარმოება დაიწყო, მაგრამ ჯერ არ მიუღწევია სრული სიმძლავრისთვის, ამიტომ ბრენდის ავტომობილების ევროპაში მიწოდება კვლავ შანხაის ქარხანაზეა დამოკიდებული, რომელმაც მუშაობა პანდემიასთან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო შეაჩერა. შედეგად ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე კომპანიის წილი 2021 წლის პირველ ნახევარში არსებული 13.75%-დან 2022 წლის პირველ ნახევარში 13.33%-მდე შემცირდა. ივნისში Model 3-ის რეგისტრაციების რიცხვი 76%-ით შემცირდა წლიურად და ეს თვე სასიკეთოდ ითვლება მანქანების გაყიდვის თვალსაზრისით. 

image.jpeg 

ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მოდელების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში 

Tesla Model 3-ს კონკურენციის გაწევა უწევს არა მხოლოდ სხვა კომპანიების პროდუქციისთვის, ასევე საკუთარი „თანამოძმეებისთვისაც“: ელექტრომობილის პირდაპირი კონკურენტებია BMW i4 და Polestar 2, ამასთან ევროპაში, ისევე როგორც აშშ-სა და ჩინეთში, ავტომოყვარულების ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს კროსოვერი Model Y. ეს მოდელი ევროპის მასშტაბით რეგისტრაციის რიცხვით პირველი გახდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. 

რეგიონში საუკეთესო დინამიკას აფიქსირებს BMW Group, რომელმაც დააფიქსირა 8.37%-იანი ზრდა წლის პირველ ნახევარში და 5.76%-იანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურებით სარგებლობენ ბავარიული ელექტრომობილები iX, iX3 და i4. აქტიურად ვითარდება Hyundai Group, რომელიც გზას იკვალავს ისეთი მოდელებით, როგორებიცაა Hyundai Ioniq 5 და Kona, აგრეთვე Kia EV6 და Niro. ევროპაში ლიდერად რჩება Volkswagen Group. ამასთან, ევროპაში ყველაზე პოპულარული მოდელებია კვლავ Tesla Model Y და Model 3, რომელთაც მოყვება Fiat 500e. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...