Jump to content

Google-სა და Apple-ისგან მოითხოვება ანგარიში ჩააბარონ თაღლითურ კრიპტოაპლიკაციებთან ბრძოლის ზომების შესახებ


Recommended Posts

image.jpeg 

აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა მოუწოდა Alphabet-სა და Apple-ს - მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიცილონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობა მათ მაღაზიებში განთავსებულ აპლიკაციებში. 

ბრაუნმა შესაბამისი წერილებით მიმართა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელ Sundar Pichai-სა და Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ Tim Cook-ს. 

ასეთი მოთხოვნით მან გადაწყვიტა მიემართა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის მას შემდეგ, რაც FBI-მ გაავრცელა ინფორმაცია კიბერკრიმინალების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქმნიდნენ კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის განკუთვნილ თაღლითურ აპლიკაციებს. სააგენტომ დააფიქსირა 42 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტორების ზარალი. 

ბრაუნის თქმით კრიპტო კომპანიებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები თაღლითური საქმიანობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციების მაღაზიებსაც ჰქონდეთ მიღებული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, განაცხადა მან. 

სენატორმა Alphabet-სა და Apple-ს სთხოვა, 10 აგვისტომდე მოეხსენებინათ შემდეგი საკითხების შესახებ: 

  • კრიპტოაპლიკაციების მაღაზიებში განთავსებამდე გადამოწმების პროცესი; 

  • ფიშინგის აპლიკაციების გავრცელების პრევენციის მექანიზმები; 

  • თაღლითობისთვის თვალყურის დევნების სისტემები და აღმოჩენის შემთხვევაში გამოსასწორებელი ქმედებები; 

  • ასეთი აპლიკაციების შესახებ მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაშვების პროცესები. 

შეგახსენებთ, Immunefi-ის სპეციალისტების თქმით 2022 წლის მეორე კვარტალში კრიპტოპროექტების ჯამურმა ზარალმა ჰაკერებისა და თაღლითების ქმედებების შედეგად 670 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.