Jump to content

ვიდეო დაფა Intel Arc A750-მა უზრუნველყო 80–100 FPS Death Stranding-ში 1440p გაფართოებაზე


Recommended Posts

კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დესკტოპ ვიდეო დაფის სამუშაო პროცესი. გრაფიკის განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა Ryan Shrout-მა ყურადღება გაამახვილა Arc A750 ვიდეო დაფის ცვლადი სიხშირის (Variable Refresh Rate VRR) ტექნოლოგიაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ამაჩქარებლის VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის საჩვენებლად Shrout-მა გაუშვა Death Stranding 2560 × 1440 გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის სტანდარტული პარამეტრების გამოყენებით. ასეთ პირობებში ვიდეო დაფამ შეძლო წამში 80-დან 100-მდე კადრი წარმადობის უზრუნველყოფა. 

image.jpeg 

Intel-ის წამომადგენლის თქმით Arc სერიის ვიდეო დაფები იმუშავებს VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ მონიტორთან. ამჟამად კომპანია ტესტავს Variable Refresh Rate-ით მხარდაჭერილ ასზე მეტ გეიმინგ დისპლეის. გარდა ამისა, Arc გრაფიკაზე მხარდაჭერილი იქნება ტექნოლოგია Adaptive Sync, რომელიც აღმოფხვრის კადრის გაწყვეტას და უზრუნველყოფს მონიტორის კადრის განახლების დინამიურ სინქრონიზაციას. 

image.jpeg 

დემონსტრაციის ფარგლებში შრაუტმა ასევე გაუშვა თამაში Death Stranding 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე ჩართული HDR ფუნქციით. ამ შემთხვევაში Intel-ის წარმომადგენელმა კადრების სიხშირის შესახებ მონაცემები არ გაასაჯაროვა. 

ვიდეოში შრაუტმა ასევე განმარტა, რომ Intel Arc Alchemist სერიის სტანდარტული კონფიგურაციის მობილურ და დესკტოპ ვიდეო დაფებს აქვთ HDMI 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. თუმცა კომპანიის პარტნიორებისთვის ნებადართულია ამაჩქარებელზე სპეციალური ჩიპის დაყენება, რომელიც HDMI 2.1 ინტერფეისის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ეს გადაწყვეტილეა დამოკიდებული იქნება თავად მწარმოებლის სურვილზე. Intel-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ Arc ვიდეო დაფებს აქვს DisplayPort 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Intel-ს კვლავ არაფერი უთქვამს Arc A750 ვიდეო დაფის ტექნიკურ მახასიათებლებზე. გავრცელებული ხმებიდან ცნობილია, რომ ამაჩქარებელს აქვს 28 Xe ბირთვი და აღჭურვილია 8 გბ GDDR6 მეხსიერებით. Arc-გრაფიკაზე ოპტიმიზებულ თამაშებში მან უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 3060-ზე მაღალი წარმადობა, თუმცა არაოპტიმიზებულ თამაშებში Intel-ის დაფა, დიდი ალბათობით, შედარებით ნელი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.