Jump to content

Intel-მა დაიწყო Arctic Sound-M სერიის გრაფიკული პროცესორების მიწოდება


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში Intel-მა განაცხადა, რომ დაიწყო გრაფიკულ დაფა Arctic Sound-M-ისა და ვიდეოს ტრანსკოდირების დაფების მიწოდება მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. დაფაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Intel Big Arc Alchemist ACM-G10, რომელიც წარმოდგენილი იქნება გეიმერებისთვის განკუთვნილ Arc A500 და Arc A700 სერიების სამომავლო მაღალი წარმადობის გრაფიკულ დაფებში 

image.png 

„გრაფიკული პროცესორი Intel Data Center კოდური სახელით Arctic Sound-M უკვე მიწოდებაშია. ეს არის ღია და მოქნილი გრაფიკული პროცესორი, რომელშიც მხარდაჭერილია სამუშაო დატვირთვის ფართო სპექტრი, დაწყებული ქლაუდ გეიმინგიდან და მულტიმედია კონტენტის სტრიმინგიდან. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი მომხმარებლების ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელებას!” - ნათქვამია Intel-ის განცხადებაში. 

image.png 

გრაფიკისა და ვიდეოს კოდირებისთვის განკუთვნილ დაფაში, კოდური სახელით Arctic Sound-M, გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით, 4096 ნაკადური პროცესორითა და 16 გბ მეხსიერებით. გრაფიკულ პროცესორ Intel ACM-G10-ს შეუძლია შეასრულოს 4K ფორმატის რვამდე ნაკადის ტრანსკოდირება ერთდროულად, დაამუშავოს 30-ზე მეტი ნაკადი 1080p გაფართოებაზე და შეასრულოს 40-ზე მეტი გეიმინგ ნაკადის რენდერინგი. გარდა ამისა, უფრო სრულყოფილი Intel Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში მხარდაჭერილია XMX ინსტრუქციები, რაც ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვის აჩქარების საშუალებას იძლევა. 

Intel Arctic Sound-M-ის მიწოდებაში გამოშვების მთავარი ფაქტორი მდგომარეობს კომპანიის დარწმუნებულობაში, რომ ACM-G10 გრაფიკული პროცესორისთვის განკუთნილი მისი დრავერები და აპლიკაციები საკმარისად კარგია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. ეს ნიშნავს გარკვეული თამაშების დისტანციურ რენდერინგს ვიდეოს ტრანსკოდირების სახით. საბოლოო მომხმარებლებს, როგორც წესი, ოდნავ სხვა მოთხოვნები აქვთ, რადგანაც ისინი იყენებენ თამაშების უფრო ფართო სპექტრს და გაცილებით მეტ აპლიკაციას. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი მონაცემთა ცენტრსა და საბოლოო მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის, პირველი მათგანისთვის მზადყოფნა კარგი ნიშანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ Intel Arctic Sound-M სერიაში ასევე შედის დაფა Arctic Sound-M, რომელიც მუშაობს ორ „პატარა“ გრაფიკულ პროცესორ ACM-G11-ზე. ეს პროცესორები ასრულებენ იმავე ფუნქციებს, რასაც ერთჩიპიანები. სამწუხაროდ უცნობია, ახდენს თუ არა Intel ორჩიპიანი Arctic Sound-M-ის მიწოდებას. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც უკვე იყენებენ Intel-ის სერვერულ GPU-ს, რომელიც დამყარებულია ორ დისკრეტულ Iris Xe GPU-ზე, შეიძლება დაინტერესდნენ მისი შთამომავლით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.