Jump to content

ASRock გეიმინგ მონიტორების ბაზარზე შედის - კომპანია მინიმუმ ოთხ მოდელს ამზადებს


Recommended Posts

კომპანია ASRock აპირებს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე შესვლას და ამზადებს რამდენიმე მოდელს დასახელებით PG42U, PG34WQ15R, PG32QF, PG27FF.PG” პრეფიქსი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მონიტორები შედის სერია Phantom Gaming-ში, რომელშიც კომპანია უშვებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ASRock-ის მონიტორების ზოგიერთი მოდელი უკვე შენიშნულია ელექტრონული აღჭურვილობის სერტიფიკაციის სხვადასხვა ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ ახალი მოწყობილობების ანონსი ძალიან მალე შედგება. ამჟამად ცნობილია, რომ PG34WQ15R და PG27FF მოდელებს აქვAMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Consumer.go.kr 

ASRock PG34WQ15R მოდელს აქვს 34-დუიმიანი VA მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, თუმცა ეს სიხშირე ხელმისაწვდომია მხოლოდ DisplayPort-ის მეშვეობით. მონიტორს ასევე აქვს HDMI პორტი 100 ჰერცამდე  განახლების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ასევე HDR. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Consumer.go.kr 

ASRock PG27FF მოდელს აქვს 27-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი კადრის განახლების 165 ჰერცი სიხშრით. მასაც აქვს HDR-ის მხარდაჭერა, ასევე DisplayPort და HDMI პორტები. ცნობილია, რომ კომპანია აპირებს ამ მოდელის რამდენიმე ვერსიის გამოშვებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Consumer.go.kr 

PG42U და PG32QF მოდელების შესახებ ამჟამად ცნობილი პრაქტიკულად არაფერია. პირველი მათგანი, სავარაუდოდ იქნება 42-დუიმიანი 4K ეკრანის მქონე, მეორეს კი ექნება 32-დუიმიანი ეკრანი 1440p გაფართოებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Consumer.go.kr 

„კოლეგა კომპანიები“ - ASUS, Gigabyte და MSI - დიდი ხანია დამკვიდრდნენ, როგორც მონიტორების მწარმოებლები. NZXT-მაც კი ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ეკრანები. კომპიუტერული კომპონენტების მსხვილ მწარმოებლებს შორის მხოლოდ ASRock იყო დარჩენილი მონიტორების წარმოების გარეშე და ეს ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის წარადგენს ASRock ახალ დისპლეებს და რა იქნება მათი ღირებულება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.