Jump to content

2023 წლის ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა სავარაუდოდ იქნება GeForce RTX 4090 Titan – 48 გბ, 24 გბ/წმ და 800 ვატი


Recommended Posts

image.jpeg 

NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების გამოსვლამდე რამდენიმე თვე დარჩა, ექსპერტებისთვის კი ჯერ კიდევ უცნობია ფლაგმანური გრაფიკული ჩიპების გარკვეული მახასიათებლები. დასაწყისისთვის მოდით, განვიხილოთ ის, რაც უკვე ცნობილია, შემდეგ კი გადავიდეთ დამაბნეველ მონაცემებზე. უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, რომ Ada Lovelace სერიაში გაგრძელდება ვიდეომეხსიერების სალტის სიგანის შემცირების ტენდენცია. თუკი ამჟამინდელ თაობა GeForce RTX 3070-ს აქვს 8 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, GeForce RTX 4070-ს სავარაუდოდ ექნება 160-ბიტიანი სალტე და 10 გბ ვიდეომეხსიერება. იმუშავებს თუ არა GeForce RTX 4060 სერია 128-ბიტიან სალტეზე - ჯერ უცნობია, თუმცა ვითარება ამ მიმართულებით მიდის. როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა გრაფიკული ჩიპის დიდი ენერგომოხმარების დასაცხრობად, რადგან ნებისმიერი სხვა სცენარის შემთხვევაში მივიღებდით საშინლად დიდი ენერგომოხმარების მქონე ვიდეო დაფებს, რაც ბაზრისთვის მიუღებელია. 

ფლაგმანის სახელწოდება, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა, იქნება GeForce RTX 4090, დანარჩენი გრაფიკული ჩიპები კი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ გადავადების მიზეზი ბაზარზე არსებული სიჭარბეა. ჯენსენ ჰუანგს იმედი ჰქონდა, რომ მილიონობით ვიდეო დაფას გაყიდიდა მაინერებზე, მაგრამ ეს მაინერები გაქრნენ და საწყობებში გასაყიდი საქონლის მთები დარჩა. ასევე საკმაო უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება GeForce RTX 4080-ზე: ვიდეო დაფა დიდი ალბათობით 256-ბიტიანი იქნება, თუმცა ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება. ასეთ შემთხვევაში დაზარალდებიან ისინი, ვინც გრაფიკულ ჩიპებს რთული გამომთვლელი ამოცანებისთვის იყენებენ. ცხადია, სიჩქარის შემცირება რენდერინგს სასიკეთოდ არ წაადგება. 

ღია კითხვებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა ინსაიდერები კამათობენ, რომელი ტექნოპროცესი იქნება გამოყენებული. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, თუმცა ბოლო დროს ნახსენები იყო 4-ნანომეტრიანი. მიიჩნევა, რომ NVIDIA არ  არ დახარჯავს ფულს Samsung-ის ახალ 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 ვიდეომეხსიერებაზე GeForce RTX 4090 ვიდეო დაფისთვის. დიდი ალბათობით ასეთ სიჩქარეს კომპანია გადაინახავს უფრო მძლავრი მოდელისთვის, რომელიც ზოგჯერ ფიგურირებს დასახელებით - GeForce RTX 4090 Ti ან Titan. მიიჩნევა, რომ სუპერფლაგმანს ექნება 18432 CUDA ბირთვი, ინსაიდერებმა უკვე იპოვეს მისი კოდური სახელწოდება - AD102-450-A1. სხვათა შორის, სანდო წყაროები აცხადებენ, რომ GeForce RTX 4090 მოდელისთვის განკუთვნილია კოდური სახელი AD102-300-А1. ამ ყველაფერთან მიმართებაში ნამდვილი არეულობაა, ამიტომ სხვადასხვა ცნობაში ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება მოიძებნოს. 

image.png 

რაც შეეხება GeForce RTX 4090 Ti-ს (Titan), ასეთი მონსტრის გამოსვლა 2023 წელზე ადრე მოსალოდნელი არ არის. მიიჩნევა, რომ მის შემთხვევაში NVIDIA ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიდეო დაფამ არა მხოლოდ პირველი ადგილი დაიკავოს, არამედ დიდი დისტანციით ჩამოიტოვოს უკან AMD-ის მიერ წარმოებული პოტენციური კონკურენტი. ამ შემთხვევაში ეჭვი არავის ეპარება, რომ დაფას 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე ვიდეომეხსიერება ექნება, მეხსიერების მოცულობა 48 გბ კი ერთგვარ გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ასეთი მაჩვენებლის მიღწევა კვებაზე შეზღუდვის მოხსნის შედეგად იქნება მიღწეული. ვიცით, რომ ეტალონური ვერსიის სითბური პაკეტი 800-ვატიანია, თანაც არაერთხელ გვინახავს, როგორ განბლოკავენ NVIDIA-ს პარტნიორები ამ მაჩვენებელს სიჩქარის გაზრდის მიზნით. 

image.png 

ენერგომოხმარებაზე საუბრისას აქვე აღვნიშნავთ, რომ GeForce RTX 4090 მოდელი ამ მხრივ საკმაოდ თავშეკავებულია და არ მოიხმარს 450 ვატზე მეტს. ფლაგმანის პირველი ინჟინრული ნიმუშები უკვე მოხვდა ტესტერების ხელში. გავრცელდა 3DMark Time Spy Extreme ტესტების შედეგები, სადაც ქულების ორმაგი ზრდა დაფიქსირდა GeForce RTX 3090-თან შედარებით, კადრების რაოდენობა Control-ში კი 2.2-ჯერ გაიზარდა. ჯამში ფლაგმანების ამ მრავალფეროვნებიდან ყველაზე საინტერესო შეიძლება გახდეს GeForce RTX 4080 Ti. ვინაიდან 384-ბიტიანი სალტე განკუთვნილია ექსკლუზიურად GeForce RTX 4090 სერიისთვის, მის შემთხვევაში გეიმერები ელოდებიან 320 ბიტს და 20 გბ ვიდეომეხსიერებას. ეჭვგარეშეა, რომ ვიდეომეხსიერების მოცულობის ზრდა სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. რაც შეეხება მეხსიერების სალტეს, გეიმერების უმეტესობა ასეთ დეტალებს საერთოდ არ უღრმავდება. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.