Magdalena Posted July 28, 2022 Share Posted July 28, 2022 მიმდინარე დროისთვის მხოლოდ ერთმა მწარმოებელმა გამოუშვა დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის არარეფერენსული ვერსია - ეს არის ჩინური კომპანია Gunnir. მალე მას შეუერთდება კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვიდეო დაფების უფრო მეტად ცნობილი მწარმოებელი - ტაივანური კომპანია AsRock. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დრომდე AsRock აწარმოებდა მხოლოდ AMD Radeon სერიის ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: Bilibili ჩინურ სოციალურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ASRock-ის Intel Arc A380 ვიდეო დაფა. იგი გახდება Challenger სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ASRock გამოუშვებს გრაფიკული ბარათების უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებს. ASRock Arc A380-ს ექნება ერთი ქულერი, ალუმინის საკმაოდ კომპაქტური რადიატორი და სისტემური ბლოკის შემადგენლობაში დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A380 საბაზისო დონის ამაჩქარებელია, გაგრილებისადმი ამგვარი მიდგომა სავსებით საკმარისია. რაც შეეხება Gunnir Intel Arc A380 Photon ვერსიას, მასში წარმოდგენილი ორი ქულერი კი ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ეს მოდელი წარმადობით Radeon RX 6400-ის დონემდეც კი ვერ აღწევს. ASRock-ის მიერ წარმოებულ Arc A380 დაფას ისევე, როგორც Gunnir-ის მიერ დამზადებულ ვერსიას, ექნება ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფა მოიხმარს ეტალონურ 75 ვატზე მეტს. სამწუხაროდ პლატფორმა Bilibili-დან გაზიარებული ვიდეო არ შეიცავს რაიმე დეტალს სამომავლო ამაჩქარებელ ASRock Arc A380-ის შესახებ, ამიტომ ვიდეო დაფის ზუსტი მახასიათებლები, ისევე როგორც ინფორმაცია მისი გამოშვების დროის შესახებ, უცნობი რჩება. https://tinyurl.com/mpm5m7d7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.