Jump to content

ASRock შეწყვეტს ვიდეო დაფების წარმოებას მხოლოდ AMD-სთვის - კომპანია ამზადებს Intel Arc A380-ის საკუთარ ვერსიას


Recommended Posts

მიმდინარე დროისთვის მხოლოდ ერთმა მწარმოებელმა გამოუშვა დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის არარეფერენსული ვერსია - ეს არის ჩინური კომპანია Gunnir. მალე მას შეუერთდება კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვიდეო დაფების უფრო მეტად ცნობილი მწარმოებელი - ტაივანური კომპანია AsRock. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დრომდე AsRock აწარმოებდა მხოლოდ AMD Radeon სერიის ვიდეო დაფებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Bilibili 

ჩინურ სოციალურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ASRock-ის Intel Arc A380 ვიდეო დაფა. იგი გახდება Challenger სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ASRock გამოუშვებს გრაფიკული ბარათების უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებს. 

image.jpeg 

ASRock Arc A380-ს ექნება ერთი ქულერი, ალუმინის საკმაოდ კომპაქტური რადიატორი და სისტემური ბლოკის შემადგენლობაში დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A380 საბაზისო დონის ამაჩქარებელია, გაგრილებისადმი ამგვარი მიდგოა სავსებით საკმარისია. რაც შეეხება Gunnir Intel Arc A380 Photon ვერსიას, მასში წარმოდგენილი ორი ქულერი კი ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ეს მოდელი წარმადობით Radeon RX 6400-ის დონემდეც კი ვერ აღწევს. 

image.jpeg 

ASRock-ის მიერ წარმოებულ Arc A380 დაფას ისევე, როგორც Gunnir-ის მიერ დამზადებულ ვერსიას, ექნება ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფა მოიხმარს ეტალონურ 75 ვატზე მეტს. 

image.jpeg 

სამწუხაროდ პლატფორმა Bilibili-დან გაზიარებული ვიდეო არ შეიცავს რაიმე დეტალს სამომავლო ამაჩქარებელ ASRock Arc A380-ის შესახებ, ამიტომ ვიდეო დაფის ზუსტი მახასიათებლები, ისევე როგორც ინფორმაცია მისი გამოშვების დროის შესახებ, უცნობი რჩება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.