Jump to content

ASUS-მა წარადგინა ბიზნეს-მონიტორი VA24ECPSN ინტეგრირებული დოკ-სადგურით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა მონიტორების Eye Care სერიაში წარადგინა ახალი მოდელი VA24ECPSN, რომელიც ორიენტირებულია სახლში ან ოფისში ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაზე. ახალი მონიტორი დამზადებულია IPS მატრიცაზე, ეკრანის ზომაა 23.8 დუიმი, გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

პანელის კადრის განახლების სიხშირეა 75 ჰერცი, რეაგირების დრო - 1 მილიწამი (GtG). სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 300 კდ/2-ს, კონტრასტულობის - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობისა -  100 000 000:ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს აღწევს. 

მონიტორი აღჭურვილია ინტეგრირებული დოკ-სადგურით. მასშ მოცემულია ინტერფეისები DisplayPort 1.2 და HDMI 1.4, ჰაბი სამი USB 3.2 Gen1 Type-A პორტით და ქსელის კონექტორი RJ45. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის, 65 ვატამდე ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აღჭურვილობაში ასევე შედის ორი სტერეოდინამიკი, თითოეული 2 ვატი სიმძლავრით. 

image.jpeg 

დაპტირებადი სინქრონიზაციის ტექნოლოგია Adaptive-Sync ხელს უწყობს გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებას. ხანგრძლივი გამოყენებისას თვალებზე დატვირთვის შემცირებაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგიები Flicker-free და Low Blue Light სერიტიფიკატით  TÜV Rheinland. 

სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ სპექტრს. შესაძლებელია შეიცვალოს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა, დაკორექტირდეს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გარდაქმნა ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში. 

image.jpeg 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.