Jump to content

Binance უარყოფს მომხმარებლების ფულის მოგების მიზნით გამოყენებას


Recommended Posts

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance არ იყენებს Dogecoin-ის (DOGE) და Litecoin-ის (LTC) სტეიკინგს მესამე მხარის დაკრედიტების ან სხვა მოგებაზე ორიენტირებული მიზნებისთვის. ამის შესახებ კომპანიამ CoinDesk-ს განუცხადა. 

LTC და DOGE არ გამოიყენება ონჩეინ-სტეიკინგზე, რადგანაც ეს ტოკენები დამყარებულია Proof-of-Stake-ის ალგორითმებისგან განსხვავებულ ბლოკჩეინებზე. მომხმარებლების ფული რჩება Binance-ში, ჩვენ უკიდურესად მკაცრ მიდგომას ვიყენებთ რისკების მართვისას ფულადი რესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ - ნათქვამია განცხადებაში. 

კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პლატფორმა არ იყენებს ამ აქტივებს საკრედიტო ტრანზაქციებში და საანაბრო პროცენტსაკუთარი ხაზინიდან იხდის. 

19 ივლისს Binance-მა აამოქმედა პროგრამა Locked Staking - Proof-of-Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმის საფუძველზე არსებული ტოკენებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს წლიურ ჯილდოს 3.1%-მდე DOGE-ს და 7%-მდე - LTC-ის შემთხვევაში. 

ვინაიდან სტეიკინგი ტექნიკურად შეუძლებელია Dogecoin-ისა და Litecoin-ის ქსელებში, ზოგიერთმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ბირჟას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლების ფული მაღალი რისკის სტრატეგიებში დეპოზიტებზე პროცენტის გადასახდელად, როგორც ამას Celsius Network აკეთებდა. 

ზოგიერთმა ასევე აღნიშნა, რომ დეპოზიტებზე არსებული მაღალი სარგებელი გარკვეულ საფრთხეს უქმნის პლატფორმის სტაბილურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების ფულის დაკარგვა. 

Binance-ის ახალი პროგრამა ითვალისწინებს აქტივების 120-დღიან ბლოკირებას. მომხმარებლებს შეუძლიათ პოზიციების ადრე გამოსყიდვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისინი არ მიიღებენ ჯილდოს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ უარყო ინფორმაცია BNB ტოკენის გამოძიების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

ეგ და აი ეს ბრალდება წარუდგინეს კიდე მაგ ბირჟას: https://markets.businessinsider.com/news/currencies/binance-ceo-changpeng-zhao-defamation-suit-bloomberg-ponzi-scheme-headline-2022-7

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.