Jump to content

Intel-მა დაადასტურა, რომ Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფებს 16 და 8 გბ მეხსიერება ექნება


Recommended Posts

კომპანია Intel რამდენიმე კვირის განმავლობაშ ატარებდა თამაშ Xe-HPG Scavenger Hunt-ს, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს უნდა აღმოეჩინათ კომპანიის მიერ საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე დამალული ცნობები. ჯილდოებად დაწესებული იყო Arc Alchemist სერიის 100 „პრემიალური“ და 200 „მაღალი წარმადობის“ ვიდეო დაფა. Intel-მა ამჟამად უკვე დაადასტურა ამაჩქარებლების კონკრეტულად რომელ მოდელებს მიიღებენ საჩუქრად გამარჯვებულები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-მა ახლახანს წარადგინა დესკტოპ გრაფიკული ბარათები Arc A770 და Arc A750. თუმცა მათ შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა. მაგალითად, კომპანიას არ გაუმჟღავნებია ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

თუმცა Intel-მა დაადასტურა, რომ Xe-HPG Scavenger Hunt-ის გამარჯვებულები მიიღებენ ამ გრაფიკულ ბარათებს. ასევე ითქვა, რომ Arc A770 მოდელს აქვს 16 გბ მეხსიერება, ხოლო Arc A750 მოდელს - 8 გბ. 

image.jpeg 

Intel Arc A750 Limited Edition. წყარო: Twitter / @DougRattman00 

Intel-მა აღნიშნა, რომ მათ ესმით თაყვანისმცემლების აღშფოთება Arc სერიის გრაფიკული ბარათების გამოშვების დაგვიანების გამო. კომპანიამ განაცხადა, რომ რელიზი "უკვე ახლოვდება". მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მალე დაიწყებს Arc A750 მოდელის ნიმუშების გაგზავნას ტესტირებისთვის. ამაჩქარებლები ცოტა ხნის წინ მივიდა Intel-ის ოფისებში და ამჟამად გადიან შიდა ტესტირებას, სანამ საინფორმაციო მედიაში გაიგზავნება განხილვისთვის. 

ბოლო დროინდელ ხმებს თუ დავუჯერებთ Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფები 400 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. თავად Intel-მა განაცხადა, რომ აპირებს გეიმინგში "ყველა [კონკურენტის] განადგურებას ფასისა და წარმადობის თვალსაზრისით". 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.