Jump to content

GM-მა და Ford-მა აშშ-ის ხელისუფლებას სთხოვეს ნებართვა - გამოიყენონ უპილოტო ავტომობილები საჭისა და მუხრუჭის სატერფულის გარეშე


Recommended Posts

ავტომწარმოებლებმა General Motors-მა და Ford Motor-მა სთხოვეს აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას (NHTSA) - დაუშვას უპილოტო მანქანების შეზღუდული რაოდენობის სატესტო გამოყენება საჭის ან მუხრუჭის სატერფულის გარეშე. ამასთან დაკავშირებით NHTSA-მ ოთხშაბათს გაავრცელა პეტიციები 30 დღის განმავლობაში კომპანიებისგან საჯარო კომენტარების მისაღებად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: REUTERS/Rebecca Cook 

GM-მა და მისმა ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების განყოფილება Cruise-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ მათ თხოვნით მიმართეს NHTSA-ს - დაუშვან უპილოტო ავტომობილების წარმოება და გამოშვება საჭის და პედლების, სარკეების, გვერდითი მაშუქებისა და საქარე მინის საწმენდების გარეშე. 

Ford Motor Company-მ მსგავსი პეტიცია NHTSA-ს 2021 წლის ივლისში წარუდგინა, მაგრამ დეტალები არ გახმაურებულა მანამ, სანამ პეტიცია არ გამოქვეყნდა მიმდინარე კვირაში. ორივე კომპანიას სურს გამოიყენოს 2500-მდე უპილოტო ავტომობილი წელიწადში (კანონით დაშვებული მაქსიმალური რაოდენობა) მგზავრობისა და მიწოდებისთვის. უპილოტო მანქანების მომხმარებლებზე მიყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი. 

Ford-მა NHTSA-ს განუცხადა, რომ გეგმაში აქვს ათწლეულის დასაწყისში გამოუშვას თვითმართვადი ავტომობილი მგზავრების ტრანსპორტირებისა და გზავნილების მიწოდების მიზნით. მანქანათმშენებელმა კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი ავტონომიური მანქანებისთვის „აქტიური მამოძრავებელი და კომუნიკაციების მართვის ინსტრუმენტების ქონა უსაფრთხოებისთვის მიუღებელ რისკს წარმოადგენდა“. 

GM უკვე გეგმავს ავტონომიური Cruise Origin ავტომობილის წარმოების დაწყებას ტრადიციული კონტროლის ხელსაწყოების გარეშე. GM-ის პეტიციაში ნათქვამია, რომ თვითმართვადი მანქანის მგზავრებს მოეთხოვებათ ღვედის შეკვრა მგზავრობის დაწყებამდე. თავის მხრივ, Ford აპირებს დაიწყოს თვითმართვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების წარმოება „სპეციალურად შექმნილი და ადაპტირებული მობილური სერვისების მხარდასაჭერად, როგორიცაა მგზავრობის გაზიარება, ტაქსის სერვისი და გზავნილის მიწოდება“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.