Jump to content

GeForce RTX 4090 30%-ით სწრაფია 3D Mark TimeSpy Extreme-ში RTX 3090 Ti-სთან შედარებით


Recommended Posts

ცნობილმა ინსაიდერმა @kopite7kimi-მ განაცხადა, რომ Nvidia-ს სამომავლო GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათი 3DMark Time Spy Extreme-ში რეკორდულ 19000 გრაფიკულ ქულას აგროვებს. ასევე თუ @kopite7kimi-ს ინფორმაცია სწორია, მაშინ RTX 4090-ის წარმადობა ბევრად აღემატება დღესდღეობით არსებულ ნებისმიერ გრაფიკულ ბარათისას, მათ შორის თხევადი აზოტით გაგრილებულ RTX 3090 Ti-ს. 

მოქმედი ჩემპიონი 3DMark TimeSpy Extreme ტესტში ჯერჯერობით არის bisobiso, რომელმაც ტიტული მოიპოვა LN2 გაგრილების სისტემის მქონე EVGA RTX 3090 Ti Kingpin Edition გრაფიკული ბარათით, რისი მეშვეობით დააგროვა 14611 ქულა. 

image.jpeg 

კიდევ ერთხელ, თუკი @kopite7kimi-ს მონაცემები სწორია, Nvidia 4090-ის ინჟინრული ნიმუშების შედეგები უკვე შთამბეჭდავია TimeSpy Extreme-ზე. წარმადობა 30%-ით მეტია, ვიდრე ყველაზე მაღალი წარმადობის RTX 3090 Ti დაფის, რომ არაფერი ვთქვათ სტანდარტულ RTX 3090 Ti-ზე. ამრიგად, სერიული RTX 4090 ვიდეო დაფები როდესაც ბაზარზე გამოჩნდება, შეძლებენ კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგების დაფიქსირებას. 

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათები უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმადობას თაობებს შორის. 

ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად გრაფიკულ ჩიპ AD102-ს ექნება 71%-ით მეტი CUDA და SM ბირთვი, ვიდრე GA102-ს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მას ექნება ანალოგიური ან უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები TSMC-ის უფრო ეფექტური 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით. თუმცა, ასეთ წარმადობას თავისი საფასური აქვს: საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარებაც, RTX 40 სერიის ფლაგმანურ ვიდეო დაფებს ექნება 500 და 600-მდე ვატი ენერგომოხმარების დონე. ეს ვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოეწონოთ მომხმარებლებს, რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ელექტროენერგიის ღირებულებაზე. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

5-10 წლის უკან 90% მოხმარებლების ისეთი სისტემები ქონდათ 600w მთლიანად თავს გადასდიოდა (მე ახლაც ეგეთი სისტემა მაქვს ორივე) და ამათმა ერთ მოწყობილობას 600w შეიძლება ქონდეს მოხმარებაო. უკუღმართია ეს nvidia. ინტელივით უხეშ ძალას უმატებს ტექნოლოგიურად არც ისე. მე ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი. არ შეიძლება ამხელა ენერგიებს ითხოვდნენ 2022 წლის მოწყობილობები. პირიქით შემცირებაზე უნდა ჩალი8ჩობდნენ.

Link to comment
Share on other sites

მე რასაც ვუყურებ აწი მარტო გაიზრდება და გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება როგორც პროცესორებში ასევე ვიდეოკარტებში, ნუ მინიმუმ ჰაი ენდ და ექსტრიმალურ ვერსიებში ეგეთი ტენდენციაა, დაჟე ალაპარაკდენ 1500 ვატიან კარტებზეც უკვე, რამდენიმე სერიის შემდეგ ეგეთი იქნება უკვე ჰაი ენდი, რაც შეეხება ამდ მგონი მანდაც იყო ლაპარაკი 800 ვატიან მოდელზე უკვე

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, George said:

მე რასაც ვუყურებ აწი მარტო გაიზრდება და გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება როგორც პროცესორებში ასევე ვიდეოკარტებში, ნუ მინიმუმ ჰაი ენდ და ექსტრიმალურ ვერსიებში ეგეთი ტენდენციაა, დაჟე ალაპარაკდენ 1500 ვატიან კარტებზეც უკვე, რამდენიმე სერიის შემდეგ ეგეთი იქნება უკვე ჰაი ენდი, რაც შეეხება ამდ მგონი მანდაც იყო ლაპარაკი 800 ვატიან მოდელზე უკვე

ხო მაგრამ 800 ვატი რით უნდა გაგრილდეს? 1500 ვატზე საუბარიც ზედმეტია

Link to comment
Share on other sites

ეგ მხოლოდ კარტის გაგრილების პრობლემას არ ქმნის თორე არ კიდიათ? უზარმაზარი ბუხრის შეშის ხელა კი გახადეს რადიატორების გამო და კიდე მოუმატებენ მაგრამ დანარჩენ კომპონენტებსაც ხო მიადგება ეგ სიმხურვალე. დენის გადასახადი ცალკე თემაა კიდე :D 

Link to comment
Share on other sites

ყველაფერ სიკეთესთან ერთად მაგხელა ბოყვი არც შეეტევა ყუთში :D 

მართლა რაარი ამხელა ენერგო მოხმარება , მალე კომპს რო ჩართავ სვარკის აპარატივით დენი დაიწყებს თამაშს :D 

 

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, MaKaSaRa said:

ეგ მხოლოდ კარტის გაგრილების პრობლემას არ ქმნის თორე არ კიდიათ? უზარმაზარი ბუხრის შეშის ხელა კი გახადეს რადიატორების გამო და კიდე მოუმატებენ მაგრამ დანარჩენ კომპონენტებსაც ხო მიადგება ეგ სიმხურვალე. დენის გადასახადი ცალკე თემაა კიდე :D 

დედაპლატის ჩიფსეტს ადგება დიდი ძალა ვიდეო კარტიდან გამოსული სიმხურვალე წარმომიდგენია ეგ რას უზავს

Link to comment
Share on other sites

არ ვიძახი მერე კარგია მეთქი, მაგრამ ეგეთი 30-40% პრიროსტები მარტო 3-5 ნანომეტრით არ მიიღწევა, ენერგომოხმარებაც უნდა გაზარდონ, მაგიტომ უფრო აქტუალური იქნება აწი 1000-1500 ვატიანი კვებები და 16-20 ფაზიანი მაზერები, ერთადერთი ყოველთვის შეიძლება მიდ-ენდ მაზერ-კარტა-პროცესორის ყიდვა და თითქმის მაგის ნახევარიც ყოფნის უკვე ეგეთზე, ანუ პატალოკი იქნება 800 ვატიანი კვება და ასე 14 ფაზიანი მაზერი, თუმცა დაჟე ეგეთზე სერიოზული წარმადობა აქვს 2K კი, მაინც მგონია რომ 1500 ვატზე ზევით ენერგომოხმარებას აღარ გაზრდიან ჰაინ ენდ სისრემებზე მინინიმუმ შემდეგი 4-5 წლის მანძილზე, მაგრამ კარტების ზომა შეიძლება კიდე გაზარდონ შემდეგ სერიებში, ისე ჩემ ანტეკ 900 ძლივს ჩავაკვეხე ნორმალურათ 1080Ti ვიდეოკარტა დასატესტათ რომ ჩავდგი, კი ეტევა მაგრამ უკან სატა კაბელს ფარავს უკვე, წარმოიდგინე მაგაზე გრძელი და ორჯერ განიერი რომ იქნება, მაგას უნდა ანტეკ 1200 დიდი კეისი ლამის უკვე, ნუ ჰაი ტაუერი დიდი ზომის უკვე, ტენდენციაა ეხლა აშკარა ზომა-ვატების გაზრდის ნუ პროცესორ-ვიდეოკარტებზე, დაჟე ეხლაც საკმაოთაა გაზრდილი და 4000 სერიაში და ამდ 7000 სერიაში კიდე გაიზრდება ვატების მოხმარება როგორც ამდ 7000 პროცესორებში და ინტელის შემდეგი სერიის 13-14 პროცესორებზეც იგივეს უნდა ელოდო მინიმუმ i9-ზე და არც i7 შეჭამს ცოტას, მაგ მხრივ i5 უფრო კარგი პონტი იქნება მაინც შედარებით ნაკლები ბირთვებით, ნუ ერთადერთი ენერგომოხმარების გაზრდასთან ერთად პერფორმანსიც სერიოზულათ იზრდება, მაგ ყველაფერში მარტო ეგ ერთი პლიუსია მარტო, თუმცა სამწუხაროთ საშვალო ფასებიც იზრდება მაგ პერფორმანსთან ერთად, რახან დაჟე მიდ ენდ კარტებს და პროცესორებს სერიოზული წარმადობა და ბირთვების და კუდა-რეი ტრეისინგ ბირთვების რაოდენობა აქვთ და ეგენი კიდე გაიზრდება შემდეგ სერიებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.