Magdalena Posted July 21, 2022 Posted July 21, 2022 ADATA-მ გააზიარა ახალი დეტალები PCIe 5.0 ინტერფეისის მქონე სამომავლო XPG სერიის NVMe SSD-ების შესახებ. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოსაშვებად ამზადებს ოპერატიულ მეხსიერება XPG Slayer DDR5-7000-ის ნაკრებებს. ფოტოს წყარო: ADATA / IT Home სამომავლო PCIe 5.0 x4 ინტერფეისის მქონე NVMe SSD შეესაბამება NVMe 2.0 პროტოკოლს და შემოგვთავაზებს წაკითხვის 14 გბ/წმ სიჩქარეს, ხოლო ჩაწერის - 12 გბ/წამამდე. ამ SSD-ებისთვის კომპანიამ შეიმუშავა გაგრილების ახალი ეფექტური სისტემა. როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი SSD-ების გარეგნული იერსახით თუ ვიმსჯელებთ, ისინი დამყარებული იქნება ADATA Project Blackbird-ის პროტოტიპზე, რომელსაც თავდაპირველად არ ჰქონდა გაგრილების რადიატორი. პორტალ IT Home-ის მონაცემებით პროტოტიპ Blackbird-ს საფუძვლად დაედება კონტროლერი SM2508, რომელიც უზრუნველყოფს შემთხვევითი წაკითხვის ოპერაციების წარმადობას 1.8 მლნ IOPS დონეზე, შემთხვევითი ჩაწერის ოპერაციებისას კი - 1.6 მლნ IOPS-ამდე. ეს SSD-ები წარმოდგენილი იქნება 8 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობით. XPG Slayer RGB DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები იმუშავებს ეფექტურ 7000 მჰც-მდე სიხშირეზე. ახალი პროდუქტების უფრო დეტალური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია. https://tinyurl.com/3ks5e9ey Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.