Jump to content

კრიპტობაზარი თანდათან აღდგენას იწყებს: Ethereum გაძვირდა 27%-ით, Bitcoin კი - 8.5%-ით


Recommended Posts

დიდი ვარდნის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღინიშნა, კრიპტოვალუტების ბაზარი თანდათან გამოჯანმრთელებას იწყებს: ინვესტორების ოპტიმიზმის წყალობით, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს ციფრულ აქტივებში, მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიმდინარე დღეებში კვლავ მიაღწია ტრილიონ აშშ დოლარს. ბევრი მონეტა ძვირდება, მათ შორის დადებით დინამიკას აფიქსირებს Bitcoin. 

image.jpeg 

სტატიის წერის მომენტში Coinmarketcap-ის მონაცემებით Ethereum-ის კურსი 1452 აშშ დოლარს შეადგენს. კვირის ჭრილში კური გაიზარდა 27%-ით, დღე-ღამის განმავლობაში კი - 6%-ით.  შეგახსენებთ, რომ ამ მონეტის ზრდა ძირითადად განპირობებულია ქსელის განახლების ტესტირების წარმატებით დასრულებით. როდესაც გამოცხადდა Proof of Stake (PoS) პროტოკოლზე გადასვლის ზუსტი თარიღი, Ethereum-ის კურსი მკვეთრად გაიზარდა 1040 აშშ დოლარიანი ნიშნულიდან. თუ მეტი გადატანა მოსალოდნელი არ არის, Ethereum-ის მაინინგი დაიხურება 2022 წლის 19 სექტემბერს. 

Ethereum-ის კვალად გაიზარდა სხვა აქტივების ღირებულებაც. მაგალითად: 

  • Bitcoin: +8.5% კვირაში, +3,5% დღე-ღამეში; 

  • BNB: +12.5% კვირაში, +2% დღე-ღამეში; 

  • Solana: +20% კვირაში, +3.4% დღე-ღამეში; 

  • Polkadot: +10,5% კვირაში, +3.2% დღე-ღამეში; 

  • Polygon: +62,4% კვირაში, +15.2% დღე-ღამეში; 

  • Uniswap: +20,4% კვირაში, +0.8% დღე-ღამეში. 

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით ფასების გაჭიანურებული ვარდნის შემდეგ Bitcoin-ს ორი ვარიანტი აქვს: მოიპოვოს მცირე ღირებულება, დააფიქსიროს დადებითი დინამიკა და შემდეგ ისევ დაეცეს კიდევ უფრო დაბლა (კორექცია), ან განაგრძოს ზრდა დაჩქარებული ტემპით და გადალახოს ინვესტორებისთვის ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიშნული, რის შემდეგაც შესაძლოა ხარული ციკლი დაიწყოს. 

Link to comment
Share on other sites

ეთერეუმი დაჟე 40% გაიზარდა ასე 8-9 დღეში, იყო 1100$ ქვემოთ და უკვე 1600$ გაცდა, ბიტკოინი იყო 19000$ და ავიდა 24000$ დღეს, ეგაა პიკი თუ მარტო დასაწყისია დიდი ბუსტის მალე გამოჩნდება, მაგრამ დოუ ჯონსიც 29700 დაცემის შემდეგ 1.5 თვის უკან რაზეც ჩამოვიდა უკვე 36000 ეგ რაზეც იდგა თებერვალში ჯერ კიდევ უკვე 32000 უახლოვდება დღეს, ნუ გაცდა დღეს 31900, თუ გაცდა 32000 სერიოზული დაპამპვა გაგრძელდება კრიპტოშიც, ვარაუდობენ 340000$ ბიტყკოინზე და 2600$ ეთერაზე და უკვე აგვისტოში თან, მაგრამ პროგნოზების როგორც ადრა არ დაიჯერებოდა 600$ რომ წერდენ და ბიტკოინზე 12000$ ლამის, ისე არ დაიეჯერება ეხლაც 24000$ რა მოხდება არავინ არ იცის ამ მძიმე პირობებში და ეკონომიკურ კრიზისებში, ისე მაინინგში მაგხელა დაპუსტვების შემდეგ 0.00018 ბიტკოინს წერს დღეში ჩემ რიგზე, მალე ალბათ ისევ ჩავრთავ რიგს, ეგეთი მაღალი ვირუჩკა ბიტკოინში ლამის წლის დასაწყისიდან აღარ ყოფილა, მაგრამ მაშინ ლამის 50000$ იყო კურსი და ეხლა სულ სხვა კურსია, 4 მაისსაც ასე 0.00017 ფარგლებში წერდა ბიტკოინზე და გამოდიოდა ასე 7.5-8$ დღეში, ცუდი ვარიანტი არ იყო ეხლანდელს თუ შევადარებთ, მაგრამ ეხლა 2.3$ ეთჰაშზე 4$ მიუახლოვდა უკვე გამომუშავება ნაისჰაშზე, ეგ დიდი ზრდაა მაინც, თუ 30000$ ავიდა მინიმუმ 6$ ავა ალბათ ვირუჩკა დღეში, დოუ ჯონსის აწევის გამო გაიზარდა ბიტკოინი და სხვა კოინები, თუ გაგრძელდა ზრდა კიდე უფრო გაიზრდება, თუ ისევ დაცემა წავიდა 31900 თუნდაც 31000 ან ნაკლებზე დაჟე ისევ დაეცემა რამდენიმე ათასით ბიტკოინი, როგორც მანამდე იყო, მაგის დაიგნორება არ ღირს ვისაც რამის ყიდვა სურდა ან პირიქით გაყიდვა + 7 დღეზე მეტია უკვე ზრდა 1 დღიანი პერერივის გათვალისწინებით და ეგ საკმარისზე დიდი დროა, მალე შეიძლება ისევ დაცემა წავიდეს მინიმუმ 2-3 დღიანი, თუმცა ისევ დოუ ჯონსზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, სანამ იზრდება ინდექსი მეეჭვება ბიტკოინი და ეთერა რეზკათ დააგდონ ვეილსებმა, მერე კი უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.