Jump to content

Bitcoin-მაინერების ფასები ორწლიან მინიმუმზე ჩამოვიდა


Recommended Posts

image.jpeg 

Bitcoin-ის მაინინგ მოწყობილობების ღირებულება გენერირებული ჰეშრეიის თვალსაზრისით 2020 წლის დეკემბრის დონემდე შემცირდა. 

სერვის Luxor Mining-ის Hashrate Index-ის მიხედვით ფლაგმანური ASIC-მაინერების ფასი (ენერგოეფექტურობა 38 J/TH და ზემოთ) არის დაახლოებით 41 აშშ დოლარი 1 TH სიმძლავრეზე. 

image.jpeg 

წყარო: Hashrate Index. 

CoinDesk საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Bitmain-ის Antminer S19 და S19 Pro, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება, იყიდება 20-23 აშშ დოლარად ერთ TH-ზე. 

მავე საფასო დიაპაზონში იყიდება მოწინავე ხაზის მოდელებიც - MicroBTC-ის Whatsminer M30. 

გამომცემლობის წყაროს ინფორმაციით ბაზარზე ზეგავლენა იქონია Celsius Mining-ის გაბანკროტებამ მშობელ კომპანიასთან ერთად. ივნისში მაინინგ-განყოფილება Celsius Network-მა აუქციონზე გაყიდა 6000 მაინერი 28$/TH-ად. აღჭურვილობის მეორე ტრანში 5 ათასი ერთეულით კომპანიამ გაყიდა 22$/TH-ად. 

2021 წელს Celsius Network-მა სულ 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო მაინინგში ჩრდილოეთ ამერიკაში. ნოემბერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს მაშინსკიმ განაცხადა, რომ აღჭურვილობა შედგება 22000 ASIC მოწყობილობისგან, რომლებშიც ძირითადად წარმოდგენილია Antminer S19. 

”რადგანაც ბაზარზე ახალი მოწყობილობები გამოჩნდება, ჩვენ ველით, რომ შემდეგი თაობის მოწყობილობებზე ფასები კიდევ 1-2$/TH-ით შემცირდება. არის რამდენიმე მაინინგ-კომპანია, რომლებსაც მოუწევთ მათი აღჭურვილობის ნაწილის ლიკვიდაცია, რაც დამატებით ზეწოლას მოახდენს ASIC-მაინერების ღირებულებაზე“, - პროგნოზირებს Luxor-ის ოპერაციების დირექტორი Ethan Vera. 

მისი თქმით მაინერებზე ფასების ვარდნას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მხარდაჭერა $18-$20/TH დონეზე. ამ ნიშნულზე ამჟამად შეინიშნება „განაცხადების დიდი მოცულობა“ შესყიდვაზე, აღნიშნა Vera-მ. 

ივლისში CleanSpark-მა გამოაცხადა, რომ შეიძინა 1061 ერთეული Whatsminer M30S „მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად“. ერთი თვით ადრე კომპანიამ იყიდა 1800 ცალი Antminer S19 XP, რომლის ღირებულებასაც "ექსკლუზიურად შეღავათიანი" უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ Arcane Research-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ის მაინინგის მომგებიანობა ივნისში 2020 წლის დონემდე დაეცა. 

იმავე თვეში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა 668 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 26%-ით ნაკლებია. 

Link to comment
Share on other sites

ეთერეუმმა რაღაც ბოლო კვირაა ძალიან შეუბერა, ნუ უკვე ავიდა 1100$ 1500$ თითქმის, ბევრი არც არაფერი უკლია, ანუ ლამის 30% ზრდა დაფიქსირდა 10 დღეში, შეიძლება კაკრაზ დაბალი ვირუჩკის გამოც მაინინგში, თვითონ ბიტკოინი არც გაუზრდიათ ძალიან, ეხლახან დაბრუნდა ისევ 22500$ ატმეტკაზე რაზეც იყო მანამდე ასული ისევ 19000$ სანამ დაეცემოდა, მაგრამ ეთერეუმს არნახული სკალირება ქონდა და ვინც გამოიცნო ეხლა გაივსებდა ჯიბეებს, მითუმეტეს დიდი რაოდენობით ვინც იყიდა, ნუ 2000$ გაცდენის შანსები არსებობს მაინც ამ შემოდგომაზე ეთერეუმზე და ბიტკოინზე ალბათ უფრო 30000$, თუმცა ჯერ არ ჩანს ეგეთი დიდი ზრდა, მაგრამ უცბათ იცის ხოლმე შეცვლა ტრენდმა, 34000 მართლა თუ ავიდა დოუ ჯონსი გამორიცხული არაფერია ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.