Jump to content

Intel-მა გააზიარა Arc სერიის ვიდეო დაფების ფასები: RTX 3060 Ti-ს მსგავსი წარმადობის მქონე ფლაგმანური მოდელის ფასი 400 აშშ დოლარია


Recommended Posts

image.png 

როგორც ვხედავთ, Arc სერიის მახასიათებლების სრულფასოვან ანონსს Intel არ ჩქარობს. კომპანია ხშირად აკეთებს მცირე კომენტარებსა და განცხადებებს, ასევე საზოგადოება გარკვეულ ინფორმაციას იღებს არაოფიციალური წყაროებიდან. Arc ვიდეო დაფების ზოგიერთი მცირე მახასიათებელი უკვე ცნობილია, საიდანაც შეგვიძლია განვსაჯოთ, რომ Intel არ გეგმავს წარმადობით RTX 3070-ს მაინც მიუახლოვდეს. პორტალ Wccftech-მა გააზიარა Intel-ის პარტნიორებისთვის განკუთვნილი სამომავლო გეგმის მცირე ანალოგი. მის მიხედვით ჩანს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო Alchemist სერიაში შევა 5 ვიდეო დაფა: A770, A750, A580, A380 და A310. 

  • А770: ფლაგმანური ჩიპი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 16/8 გბ ვიდეომეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 Ti-ს (ოდნავ მცირე) და RX 6650 XT დაფების მსგავსი. ფასი - 400$; 

  • А750: მოწინავე მოდელი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 8 გბ მეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 და  RX 6600 დაფების მსგავსი. ფასი - 300$; 

  • А580: საშუალობიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 175 ვატი. 8 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - RTX 3050-ს მსგავსი. 200-230$; 

  • А380: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 6 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - GTX 1650-ს მსგავსი (ოდნავ დაბალი). ფასი - 120-130$; 

  • А310: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 4 გბ მეხსიერება. წარმადობა - GTX 1050 Ti-ს მსგავსი. ფასი - 105$. 

ბოლომდე გაურკვეველია, როგორ აპირებს Intel - კონკურენცია გაუწიოს Nvidia-სა და AMD-ის საშუალობიუჯეტურ მოდელებს, თუკი ორივე კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარადგენს ამაჩქარებლების ახალ თაობას და ის, რაც ადრე იყო მოწინავე სეგმენტი RTX 30-ის შემთხვევაში, გახდება საშუალო სეგმენტი RTX 40-თან შედარებით. თუმცა Intel-ს სამოქმედოდ რჩება ბაზრის დაბალბიუჯეტური სეგმენტი, სადაც იგი, სავარაუდოდ, თავს კარგად იგრძნობს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.