Jump to content

AOC-მა წარადგინა 28-დუიმიანი 4K გეიმინგ-მონიტორი GAMING U28G2XU2 პერსონალური კომპიუტერებისა და კონსოლებისთვის


Recommended Posts

მონიტორი AOC U28G2XU გამოვიდა 2021 წლის ოქტომბერში და ეს იყო კარგი მოდელი 4K/144 ჰერცით, თუმცა მასზე ხელმისაწვდომი არ იყო HDMI 2.1 ინტერფეისი, რაც მას ჯამურ მიმზიდველობას უკარგავდა. როგორც ჩანს, AOC-მ მომხმარებელთა თხოვნას უპასუხა U28G2XU2 მოდელის გამოშვებით, რომელსაც აქვს იგივე ეკრანი, რაც ორიგინალ, მაგრამ ამჯერად წარმოდგენილია ორი HDMI 2.1 პორტი. 

მონიტორს აქვს 28-დუიმიანი IPS პანელი 4K გაფართოებით, რეაგირების დროა 1 მილიწამი G2G, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. ხელმისაწვდომია ფუნქციების ნაკრები, რომლებიც მორგებულია გეიმერების უმეტესობაზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 ნიტი, შედეგად მონიტორს მინიჭებული აქვს სერტიფიკატი VESA DisplayHDR 400. ეკრანის დანარჩენი მახასიათებლებია - კონტრასტულობის კოეფიციენტი - 1000: 1 და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე, რომლის წყალობით მონიტორი ფლობს 93%-იან DCI-P3 და 99%-იან sRGB სპექტრს. 

თანამედროვე მონიტორების უმეტესობის მსგავსად მასაც აქვს ჩაშენებული LowBlue რეჟიმი და ციმციმის საწინააღმდეგო ტექნოლოგია თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მხარდაჭერილია FreeSync Premium და აქვს თამაშის ექვსი რეჟიმი (ფერების წინასწარ დაყენება), Dial Point (ჯვარედინი გადაფარვა), PbP და PiP რეჟიმები, Game Colour (ფერის გაჯერება) და Shadow Control - ჩრდილების კონტროლი (შავი გაძლიერება). და ბოლოს, მონიტორს გააჩნია კონსოლის რეჟიმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ თქვენი Xbox Series X|S და PlayStation 5 კონსოლები, რათა ითამაშოთ თამაშები 120 ჰერცი სიხშირით 4K-ში HDR და VRR მხარდაჭერით. 

მონიტორზე ხელმისაწვდომი ინტერფეისები მოიცავს ორ HDMI 2.1 პორტს, ორ DisplayPort 1.4 პორტს, 3.5-მილიმეტრიან აუდიოკონექტორს და 4-პორტიან USB 3.2 ჰაბს. გარდა ამისა, მოცემულია ორი 3-ვატიანი დინამიკი. ნაკრებში შემავალი სადგამი მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის დახრილობის ცვლილება, შემოტრიალება, ბრუნვა და სიმაღლის რეგულირება, საუკეთესო ერგონომიკა კი მიიღწევა 100×100 VESA სამაგრზე დამაგრების შემთხვევაში. 

AOC Agon U28G2XU2 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვეში დაახლოებით 1200 აშშ დოლარად. 

image.jpegimage.jpegimage.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.