Jump to content

Lenovo-მ გამოუშვა ახალი თაობის ThinkPad X1 Fold-ის თიზერი


Recommended Posts

Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერ ვიდეო Twitter-სა და YouTube-ზე ახალი თაობის ThinkPad X1 Fold-ის შესახებ. 

image.png 

ვიდეოს სახელწოდებაა „რას გავაკეთებთ მომავალში“, რაც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ გამოვა ახალი ThinkPad X1 Fold. ახალი მოწყობილობა, როგორც ჩანს, აღჭურვილი იქნება დიდი ზომის დასკეცი AMOLED-ეკრანით, თუმცა უფრო წვრილი ჩარჩოებით. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო მოხსნად კლავიატურა TrackPoint-ის ახალი ვერსია. მოწყობილობას, დიდი ალბათობით, ექნება ჰიბრიდული პროცესორი - მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ჩიპის გამოყენებას აპირებს კომპანია. 

image.jpeg 

AMOLED-ეკრანისა და საკმაოდ ვიწრო ჩარჩოების წყალობით დასაკეცი კონსტრუქციის პარალელურად ახალი ThinkPad X1 Fold-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება მისი პლატფორმა. Intel Lakefield პროცესორები ძლივს უზრუნველყოფენ ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საჭირო წარმადობას, თუმცა Alder Lake ცალსახად გადაჭრის ამ პრობლემას.  

image.jpeg 

მავდროულად, Lenovo-ს ვიდეო ნათლად ასახავს Intel Evo-ს და vPro-ს ლოგოებს ბოლოს, ასე რომ შეგვიძლია ველოდოთ - ახალი ლეპტოპი დააკმაყოფილებს Intel-ის Evo-ს ბრენდის მოთხოვნებს სიჩქარისა და წარმადობის კუთხით. ასევე, vPro უნდა იყოს ბიზნეს/კორპორაციაზე ორიენტირებული სისტემა, ასე რომ დიდი ალბათბით მასზე მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხოებისა და მართვის ყველა ის უახლესი ფუნქცია, რისი შემოთავაზებაც Intel-ს შეუძლია. 

Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2 ჰიბრიდული ლეპტოპის (როგორც მას Lenovo უწოდებს) შესახებ საკვანძო კითხვებს შორის არის ის, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი და რა იქნება მისი ფასი. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიები, როგორც წესი, არ აანონსებენ ახალ პროდუქტებს გაშვებამდე რამდენიმე თვეზე ადრე, Lenovo-ს ახალი დასაკეცი ლეპტოპი სავარაუდოდ გამოვა აგვისტოში ან სექტემბერში. რაც შეეხება ფასებს, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ Lenovo სავარაუდოდ შემოგვთავაზებს პროცესორების უფრო მეტ მოდელს, ოპერატიული და შიდა მეხსიერების ვარიანტებს ThinkPad X1 Fold Gen 2 ვარიანტში წინა თაობის მოდელთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.