Jump to content

აშშ-ში ფლაგმანური GeForce RTX 3090 Ti უკვე 1500 აშშ დოლარად იყიდება - სარეკომენდაციო ფასზე 500$-ით იაფად


Recommended Posts

NVIDIA-ს მთავარმა პარტნიორმა აშშ-ში, რომელიც ახდენს გრაფიკული ამაჩქარებლების ეტალონური ვერსიების რეალიზაციას, მნიშვნელოვნად შეამცირა ფლაგმანურ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090 Ti-ს ღირებულება. მიმდინარე წლის მარტში გამოშვებული ამაჩქარებლის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 2000 აშშ დოლარს, თუმცა მაღაზიების ქსელი BestBuy ამჟამად მას 1600 აშშ დოლარად ყიდის. ამასთან, ვიდეო დაფის შეძენა კიდევ უფრო იაფად არის შესაძლებელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

NVIDIA-ს AD102 გრაფიკულ პროცესორზე დაფუძნებული ამაჩქარებელი ბაზარზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც გრაფიკული დაფების ფასები სწრაფად კლებულობდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იყო კრიპტოვალუტის ბაზრის კოლაფსის, ასევე ვიდეო დაფების ბაზრის გადაჭარბებული გაჯერების შედეგი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: BestBuy 

საცალო ქსელი BestBuy NVIDIA-ს ოფიციალური პარტნიორია და ექსკლუზიურად ყიდის კომპანიის „Founders Edition” ვიდეო დაფებს აშშ-ის ტერიტორიაზე. თავად NVIDIA-ს სარეკომენდაციო ფასის შემცირების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ამიტომ, ფასდაკლება GeForce RTX 3090 Ti-ზე, დიდი ალბათობით, თავად BestBuy-ს აქციას წარმოადგენს. ცხადია, თავად მაღაზია ამ ვიდეო დაფებს ზარალზე არ ყიდის. სავსებით სარწმუნოა, რომ მოხდა გარკვეული შეთანხმება NVIDIA-სთან. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

GeForce RTX 3090 Ti-ს სარეკომენდაციო ფასი NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით კვლავ 2000 აშშ დოლარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამაჩქარებელი უფრო იაფად იყიდება არა მხოლოდ აშშ-ში, მწარმოებლის ამჟამინდელი სარეკომენდაციო ფასის დასაბუთება რთული იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NewEgg 

აშშ-ს გრაფიკული დაფების ბაზრის დამატებითმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ 1600$-იანი ეტალონური GeForce RTX 3090 Ti შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი. Newegg-ის მაღაზიაში შესაძლებელია Gigabyte GeForce RTX 3090 Ti Gaming 24 გბ მოდელის შეძენა მასზე 100 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.