Jump to content

გამოვიდა ლეპტოპი Xiaomi Book Pro 14/16 2022 OLED ეკრანითა და Intel-ის მე-12 თაობის ჩიპით


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ ჩაატარა ღონისძიება და წარადგინა მთელი რიგი ახალი მოწყობილობები. მთავარი სიახლეები იყო Xiaomi 12S სერიის სმარტფონების ანონსი, მათ შემდეგ კი წარდგენილ იქნა ლეპტოპები Xiaomi Book Pro 2022. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია 14- და 16-დუიმიანი მოდელები. 

image.jpeg 

Xiaomi Book Pro 14 2022-ს აქვს OLED E4 პანელი ფერის კორექციის ალგორითმ Xiaomi 3D LUT-ის მხარდაჭერით. გაფართოება შეადგენს 2880 х 1800 პიქსელს, დისპლეი იკავებს კორპუსის ფართობის 90%-ს, გვერდების შეფარდებაა 16:10. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 600 ნიტი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამები. 

კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინის შენადნობისგან მაღალტექნოლოგიური კვეთის პროცესის გამოყენებით. ლეპტოპი იწონის მხოლოდ 1.5 კგ-ს, კორპუსის სისქეა 14.9 მმ. 

ლეპტოპში მოცემულია მე-12 თაობის Intel Core P პროცესორი, მათ შორისაა მოდელი Core i5-1240P გაუმჯობესებული ჰეტეროგენური არქიტექტურით, 12 ბირთვით და 16 ნაკადით, ტაქტის სიხშირეა 4.4 გჰც აჩქარებისას, TDP-ის დონე - 35 ვატამდე. LPDDR5-5200 მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, PCIe 4.0 SSD-ის - 512 გბ-მდე, დამტენი მოწყობილობა დამზადებულია გალიუმის ნიტრიდზე და მისი სიმძლავრე შეადგენს 100 ვატს, მოცემული 56 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და ორი სრულად ფუნქციონალური პორტი USB3.2 Gen2. ხელმისაწვდომია PD და DP 1.4 დამუხტვა, ინტერფეისი Thunderbolt 4 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია სერტიფიკატები Dolby Vision, VESA Display HDR 500, TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების მცირე დონით და ორმაგი სერტიფიკაცია Eye Care Display თვალების დაცვისთვის. ინტელექტუალურ სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორ Light Sensor-ს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს ეკრანისა და კლავიატურის სიკაშკაშე. 

Book Pro 14 2022 გახდა Xiaomi-ს პირველი ლეტოპი სენსორული ეკრანით. მხარდაჭერილია ათწერტილიანი მაღალი სიზუსტის შეხება და Windows 11. Xiaomi-ს საფირმო სენსორული პანელი მგრძნობიარეა ზეწოლის მიმართ. 

image.jpeg 

თხელ და მსუბუქ კორპუსში წარმოდგენილია ორი ქულერი, ორი საჰაერო ჭრილი, ორი 8+6-მილიმეტრიანი სითბური მილი. მოწყობილობა მუშაობს Windows 11-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა Xiaomi MIUI +, Xiaomi Computer Assistant, XiaoAI-სთან ერთად. 

Xiaomi Book Pro 16 2022-ს 16-დუიმიანი ეკრანი აქვს. დიზაინი და მასალები თითქმის არ განსხვავდება Xiaomi Book Pro 14-სგან. კორპუსის სისქე მის შემთხვევაში შეადგენს 14.9 მილიმეტრს, ბატარეის მოცულობა გაიზარდა 70 ვტ/სთ-მდე. 

image.jpeg 

Intel Core i5 პროცესორზე მოქმედი Book Pro 14 2022-ის ფასია 5899 იუანი (დაახლოებით 880.67 $), ამავე პროცესორის მქონე Pro 16 2022 მოდელისა კი - 7399 იუანი (დაახლოებით 1 104.61 $). ჩინეთში ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 8 ივლისიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.