Jump to content

Tesla-მ წარადგინა მისაბმელი მოწყობილობა მზის პანელებით, რომელიც ელექტრომობილის გავლის მარაგს შეავსებს საველე პირობებში


Recommended Posts

ჯერჯერობით რთულია ითქვას, შეიძლება ჩაითვალოს თუ არა Tesla-ს კონცეპტუალური ნიმუში „მსოფლიოში ყველაზე დიდ პორტატულ დამტენად“, თუმცა ჰანოვერში ჩატარებულ გამოფენაზე მოწყობილობამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ავტომობილის მისაბმელს, რომელიც აღჭურვილია დასაკეცი მზის პანელებით და Starlink-ის ტერმინალით გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, შეუძლია გამოიმუშაოს 2.7 კვტ-მდე ელექტროენერგია. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კონცეპტუალური მაკეტია, არაფერია გამოცხადებული მისი წარმოების გეგმების შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri 

გარე ენთუზიასტები ცდილობდნენ Tesla-მობილის მზის ენერგიით დამუხტვას მოძრაობისას, თუმცა მათ მოუწით დრეკად მასალაზე დამზადებული მზის ელემენტების გამოყენება. თავად ლონ მასკი ამ იდეების კუთხით ჯერჯერობით სიმპათიას გამოხატავდა მხოლოდ კომერციული ფურგონების სახურავზე მზის პანელებითა და დასაკეცი გვერდითი მონაკვეთებით აღჭურვის კონტექსტში. ამჯერად გერმანიაში გამართულ გამოფენაზე კომპანიამ წარადგინა მისაბმელის პროტოტიპი მზის პანელებით, რომელსაც გაშლისას შეუძლია ელექტრომობილის 80 კმ სვლის მარაგის შევსება დღის განმავლობაში მზის ქვეშ პარკირების დროს, მაგრამ ეს მხოლოდ  იდეალურ საამინდე პირობებშია შესაძლებელი. ამავდროულად Starlink-ის ტერმინალი ავტომობილის მფლობელს თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომას მისცემს და ეს შესაძლებლობა წარმოადგენს Tesla-სა და Starlink-ის ტექნოლოგიების საკმაოდ კარგ სიმბიოზ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Tesla_Adri 

მავე გამოფენაზე Tesla-მ წარადგინა სხვა მიღწევებიც - ქროსოვერ Model Y-ის საბარგულის ჭრილი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ძრავში ჩამონტაჟებული ახალი, 4680 ტიპის ბატარეები. ასეთი ბატარეები Tesla-ს გერმანიაში არსებულ კონვეირზე არ გამოიყენება, თუმცა წლის ბოლომდე კომპანია საწარმოო პროცესების მოდერნიზებას აპირებს, რათა ტეხასის ახალი საწარმოს კვალად აითვისოს ელექტრომობილების პერსპექტიული წარმოება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.