Jump to content

Meta დახურავს ციფრულ საფულე Novi-ს


Recommended Posts

image.png 

კორპორაცია Meta-მ უარი თქვა ციფრულ საფულNovi-ს სრულმასშტაბიან ამოქმედებაზე და გამოაცხადა პროექტის დახურვა 2022 წლის 1 სექტემბერს საპილოტე ტესტირების დასრულების შემდეგ. 

21 ივლისიდან მომხმარებლები ბალანსის შევსებას ვეღარ შეძლებენ, სექტემბერში კი Novi-ს აპლიკაცია და WhatsApp-ის ამავე სახელწოდების სერვისი მუშაობას შეწყვეტს. ანგარიშის მფლობელებს ურჩიეს აქტივების დამოუკიდებლად გატანა. 

„თუ დაგრჩებათ ფული Novi-ის ანგარიშზე საპილოტე პროექტის დახურვის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გადავიტანოთ თქვენი თანხები საბანკო ანგარიშზე ან სადებეტო ბარათზე, რომელიც თქვენს ანგარიშს დაუკავშირეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

პროექტის დახურვის შემდეგ მომხმარებლები ასევე დაკარგავენ წვდომას თავიანთი ტრანზაქციების შესახებ მონაცემებზე, ამიტომ Meta-მ ურჩია ამ ინფორმაციის ატვირთვა ციფრული საფულის პარამეტრებში შესაბამისი ვარიანტის მეშვეობით. 

CoinDesk-ის თანახმად კორპორაცია აპირებს გამოიყენოს Novi-თან დაკავშირებული ფუნქციები სამომავლო პროექტებში მეტასამყაროზე ორიენტირებული ინიციატივების ჩათვლით. 

Meta-ს (იმ დროს Facebook) საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმები 2018 წელს გახდა ცნობილი. 

2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში კორპორაციამ გამოაცხადა გლობალურ Stablecoin Libra-ს გამოშვება. 

გადახდის ქსელის მართვის მიზნით შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია Libra Association. მის წევრებს შორის იყვნენ Visa, Mastercard, PayPal, Uber, Spotify, Andreessen Horowitz და Coinbase. 

პროექტმა მარეგულირებლებიეშფოთება გამოიწვია და ივლისში მასზე მოსმენები გაიმართა აშშ-ს სენატის საბანკო კომიტეტში. 

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საგადახდო კომპანიები Visa, Mastercard, PayPal და Stripe არ ჩქარობდნენ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელი მოწერას Libra Association-ში მონაწილეობის შესახებ მარეგულირებელი პრობლემების გამო. მოგვიანებით მათ პროექტი დატოვეს. 

2020 წელს კორპორაციამ უარი თქვა ორიგინალ კოცეფციაზე და ციფრულ საფულე Calibra-ს სახელი Novi-დ შეუცვალა, თავად Stablecoin-ის დასახელება კი გახდა Diem. პროექტის მხარდამჭერმა კონსორციუმმა სახელი შეიცვალა და ეწოდა Diem Association. 

არაერთი განცხადების მიუხედავად პროექტის ამოქმედება არ შედგა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Diem Association-მა გამოაცხადა ინტელექტუალური საკუთრების და სხვა აქტივების გაყიდვა (Silvergate Capital Corporation), რაც დაკავშირებულია stablecoin-ის მართვასთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.