Jump to content

Tom's Hardware: გეიმინგ ვიდეო დაფებზე ევროპაში ფასის კლება გრძელდება: RX 6600 ღირს მხოლოდ 275$


Recommended Posts

რესურს Tom's Hardware-ის თანახმად კრიპტობაზრის ვარდნის შედეგად ევროპაში სწრაფად იაფდება გეიმინგ ვიდეო დაფები. განსაკუთრებით სწრაფად დაფები ღირებულებას კარგავს მეორადი გაყიდვის პლატფორმებზე, მაგალითად eBay-ზე. „სარეკომენდაციო ფასი vs ფასი მაღაზიებში“ - ამ შედარების ლიდერია ორი დაფა: ფლაგმანური RTX 3090 Ti და საშუალობიუჯეტური RX 6600. ორივე მათგანი იყიდება 17%-ით იაფად, ვიდრე უნდა იყიდებოდეს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან eBay-ზე მაქსიმალურად გაიაფდა RTX 3090 (-64%), RTX 3080 (-60%), RХ 6800 (-59%) და RХ 6600 ХТ (-59%). 

image.jpeg 

გამომცემლობის გამოთვლებით ყველაზე სწრაფად უფასურდება ის ვიდეო ბარათები, რომლებიც მეორად გაყიდვაშია გამოტანილი, რადგან დიდი ალბათობით მაინინგ-ფერმებში იყო გამოყენებული. ოფიციალურ მაღაზიებში გარანტიის მქონე RTX 3090 იყიდება დაახლოებით 40%-ით ძვირად, ვიდრე eBay-ზე. ანალოგიურად, ასეთი ვითარებაა შემდეგ დაფებთან მიმართებაში: RХ 6600 ХТ (+32%) RХ 6900 ХТ (+21%) და RTX 3090 Ti (+20%). 

ბაზრის კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განსხვავდება 1 ივლისისთვის ახალი გეიმინგ გადაწყვეტილებების ღირებულება სარეკომენდაციო ფასებისგან. შედეგების მიხედვით RX 6000 სერიის დაფებმა სავარაუდოდ გადაუსწრო RTX 3000 სერიის მოწყობილობებს: RX 6800 XT და RX 6800-ის გარდა მაღაზიებში ყველა ვიდეო დაფა სარეკომენდაციო ფასებით არის წარმოდგენილი. RTX 3000-ის შემთხვევაში მხოლოდ სამი ჩიპი ღირს ნაკლები:  RTX 3090 Ti, RTX 3090 და RTX 3080 Ti. გასული თვის განმავლობაში RTX 3080 12 გბ მოდელის ფასი რეალურად არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ბოლო მონაცემების თანახმად იგეგმება ამ ამაჩქარებლის წარმოებიდან მოხსნა. 

image.png 

 

Link to comment
Share on other sites

10% ძვირდებაო ვითომ TSMC ჩიპების პროდუქცია და მოგვიანებით პროცესორებს და ვიდეოკარტებსაც შეეხებაო ეგ მატება, ან შეიძლება უკვე დაიწყო გაძვირების პროცესი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.