Jump to content

ოფიციალურად: Xiaomi 12S Pro-ს ექნება პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1 და დააფიქსირებს რეკორდულ შედეგს AnTuTu-ზე


Recommended Posts

ოფიციალური ანონსის წინა დღეს Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერები, სადაც წარმოდგენილია Xiaomi 12S Pro სმარტფონის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ამრიგად, დადასტურდა, რომ სმარტფონ ექნება Snapdragon 8+ Gen 1 პროცესორ და შეძლებს ქულების რეკორდული რაოდენობის დაგროვებას AnTuTu-ს ტესტში. ასევე დადასტურდა ინფორმაცია 120-ვატიანი მაღალსიჩქარიანი დამუხტვის მხარდაჭერისა და Leica-სთან ერთად შემუშავებული მძლავრი კამერების ნაკრების შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: weibo.com 

Xiaomi 12S სერიაში შედის მოდელები Xiaomi 12S, 12S Pro და ყველა დიდი მოლოდინის მქონე Xiaomi 12S Ultra. ჩინურმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეზიარებინა სერიის შუალედური მოდელის - Xiaomi 12S Pro-ს შესახებ ინფორმაცია. ისევე, როგორც Ultra ინდექსის მქონე უფროს ვერსიას, Xiaomi 12S Pro მოდელსაც ექნება ახალი პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1. მისი წარმადობა შთამბეჭდავია: Xiaomi-ს თქმით AnTuTu-ს ტესტში სმარტფონმა რეკორდი დაამყარა - მოაგროვა 1113135 ქულა. შედარებისთვის, ივნისის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა გეიმინგ სმარტფონმა Black Shark 5 Pro-მ 1040111 ქულით. 

image.jpeg 

Xiaomi 12S Pro-ს ძირითად კამერაში წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX 766. მას ახლავს 50-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ორმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე ფართოკუთხიანი 50-მეგაპიქსელიანი კამერა 115°-იანი ხედვის კუთხით. კამერების ნაკრები Xiaomi 12 Pro-ს იდენტურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ Leica-ს თანამონაწილეობა რაიმე სასიკეთო გავლენას მოახდენს. 

Xiaomi 12S Pro-ს ასევე ექნება 6.73-უიმიანი QHD+ AMOLED დისპლეი 120 ჰერცი განახლების სიხშირით და მაქსიმალური სიკაშკაშე - 1500cd/m². და ბოლოს, სმარტფონის კიდევ ერთი უპირატესობა იქნება 120-ვატიანი დამუხტვის შესაძლებლობა მუშაობის ორი რეჟიმით: პირველში ბატარეის მოცულობის 100% ივსება 19 წუთში, მეორეში - 25 წუთში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.