Jump to content

Coinbase უარყოფს ბრალდებებს მომხმარებლების მონაცემების გაყიდვის შესახებ


Recommended Posts

image.png 

კრიპტო ბირჟა Coinbase-მა უარყო მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების მიყიდვის ფაქტი აშშ-ის ხელისუფლებისთვის. 

ერთი დღით ადრე საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Coinbase გადასცემს მომხმარებლების გეოლოკაციასა და ტრანზაქციების ისტორიებს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტს (ICE). პლატფორმის მომხმარებლებმა Twitter-ზე განაცხადეს, რომ მათ „ამაზე თანხმობა არ განუცხადებიათ“. 

2021 წლის აგვისტოში Coinbase-მა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია მიჰყიდა ICE-ს 29000 აშშ დოლარად. ერთი თვის შემდეგ ბირჟამ სააგენტოსთან 1.36 მლნ აშშ დოლარის პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის გარიგება გააფორმა. 

კვლევით გუნდ Tech Inquiry-ს მონაცემებით ამერიკის ხელისუფლებამ წვდომა მიიღო ინსტრუმენტ Coinbase Tracer-ის სხვადასხვა ფუნქციაზე, რომელიც იკვლევს ბირჟის მომხმარებლების მონაცემებს და ადრე ცნობილი იყო, როგორც Coinbase Analytics. 

პლატფორმის წარმომადგენლების თქმით ისინი ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მხოლოდ ფინანსური დანაშაულის გამოძიებისთვის. 

„Coinbase Tracer ინსტრუმენტები შექმნილია ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. გაზიარებული ინფორმაცია მოდის მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და არა Coinbase-ის მომხმარებლის მონაცემებიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ბირჟამ ხაზი გაუსვა, რომ პლატფორმის მომხმარებლების უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა მისი მთავარი პრიორიტეტია. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს DEA და IRS დაინტერესდნენ Coinbase-ის პროდუქტებით. ისინი აპირებდნენ პროგრამული უზრუნველყოფა Coinbase Analytics-ის გამოყენებას, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Neutrino. 

ბირჟამ Neutrino 2019 წელს შეიძინა და კრიტიკის ქვეშ მოექცა. იტალიური სტარტაპის დამფუძნებლები ჩართულნი იყვნენ პროექტ Hacking Team-ში, რომელიც დიქტატორულ რეჟიმებზე ყიდიდა ჯაშუშურ პროგრამებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.