Jump to content

RTX 3060 გახდა Ampere თაობის ყველაზე პოპულარული ვიდეო დაფა Steam-ზე და უკან მოიტოვა GTX 1050 და GTX 1660 Ti


Recommended Posts

გრაფიკული პროცესორების დეფიციტის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ უკვე შეინიშნება პირველი დადებითი შედეგები: Steam-ის ივნისის თვის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების მიხედვით ვიდეო დაფების ახალი თაობა ეტაპობრივად ანაცვლებს ძველს. Ampere თაობის უპირობო ლიდერი იქნება ბიუჯეტური GeForce RTX 3060 Laptop GPU მოწყობილობების საერთო მოცულობის 3%-იანი წილით. მისი დესკტოპ ვერსიის წილია 2.62%. ჯამში - 5.62%. 

image.jpeg 

შემდეგი ვიეო დაფაა RTX 2060 – 5.03%. პირველ სამ პოზიციას ტრადიციულად იკავებს GTX 1060, GTX 1650 და GTX 1050 Ti (7%, 6.51% და 5.36% შესაბამისად). Ampere თაობის შემდეგ ტოპ-20-ში შედის: RTX 3070 - 2%, RTX - 306%. 1.72%, RTX 3080 - 1.44% და RTX 3050 - 1.34%. 

საინტერესოა, რომ ახალი თაობის AMD RX 6000-ის არც ერთი ამაჩქარებელი არ შევიდა ტოპ-30-ში. პირველი ყველაზე პოპულარული ვიდეო დაფა მე-60 ადგილზეა - RX 6600 XT წილით 0.33%. მას მოსდევს RX 6700 XT (65-ე ადგილი, 0.27%) და RX 6900 XT (96-ე ადგილი, 0.16%). 

პროცესორების ბაზარზე Intel-მა შეავიწროვა AMD და მოიპოვა +1.28% წმინდა წილი. Intel-ის ჩიპების კიდევ 0.28% მოდის ოპერაციულ სისტემა Linux-ზე. Intel-მა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა საწყის და დაბალბიუჯეტურ სეგმენტებში, რადგან AMD-ს ამჟამად უბრალოდ არ გააჩნია იაფი და კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.